Thumbnail

რონალდოს სკანდალი | კრიშტიანო გარიგებას რეალს აბრალებს, რეალი იჩივლებს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კრიშტიანო რონალდოს სექს-სკანდალის ახალი გარემოებები
  • რონალდო გარიგებას რეალს აბრალებს, რეალი იჩივლებს

სკანდალში გახვეული კრიშტიანო რონალდოს აგენტი პიტერ კრისტიანსენი აცხადებს, რომ თავის დროზე პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იმიტომ მოაგვარა საკითხი სასამართლოს გვერდის ავლით კეტრინ მაიორგასთან, რომ მის სპორტულ რეპუტაციას ჩრდილი არ მიყენებოდა, თორემ გაუპატიურების ბრალდებაში მისი კლიენტი აბსოლუტურად მართალი იყო. ეს ყველაფერი კი მას მადრიდის რეალში ურჩიეს. 

შეგახსენებთ, რომ დიდი ხნის დუმილის შემდეგ კეტრინ მაიორგა იუვენტუსის სუპერვარსკვლავს უჩივის და მას 2009 წელს ლას ვეგასში გაუპატიურებას აბრალებს. ნევადის შტატში კრიშტიანოს წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრულია. მედიას თუ დავუჯერებთ, კრიშტიანომ დუმილის სანაცვლოდ მაიორგას დაახლოებით 375 ათასი დოლარი გადაუხადა. 

ამასობაში გერმანული გამოცემა  Spiegel უარყოფს, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერები, რომლებიც, თითქოს და, რონალდოს აღიარებიდან არის მოპოვებული, შეთითხნილია. ჟურნალი ამტკიცებს, რომ თავიანთ სიმართლეს ყველგან დაამტკიცებენ, რომ ფაქტები მათ გადაამოწმეს და სარწმუნოდ ეჩვენათ.
მედიას თუ დავუჯერებთ, რონალდომ ყოფილი კლუბი რეალიც გადაიკიდა, რეალში რონალდოს აგენტის ბრალდების გამო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ. კლუბში აცხადებენ, რომ მათ რონალდოსთვის არაფერი ურჩევიათ და ეს ინფორმაცია თავიდან ბოლომდე ყალბია. 

კომენტარები

ბოლო ამბები