Thumbnail
  • ერაყი 0:4 არგენტინა
  • არგენტინელთა ოთხივე ფეხბურთელმა ნაკრებში პირველად გაიტანა
  • 'ალბისელესტეს' ბრაზილიასთან მატჩი ელის

არგენტინის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა 'ფაისალ ბინ ფადის' სახელობის სტადიონზე ერაყთან ამხანაგური მატჩი გამართა და 4:0 იმარჯვა.

სკალონის გუნდმა შეხვედრა მარტივად მოიგო. 'ალბისელესტე' ინტერის შემტევმა ლაუტარო მარტინესმა დააწინაურა, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისურით პირველი გოლი გაიტანა.

არგენტინამ პირველი ნახევარი მინიმალური სხვაობით მოიგო.

არგენტინელებმა მეორე ტაიმში სამი გოლის გატანა მოახერხეს. 53-ე წუთზე რობერტო პერეირამ ორ ბურთამდე გაზარდა უპირატესობა. 83-ე წუთზე ხერმან პესელამაც გამოიჩინა თავი, შეხვედრას წერტილი ფრანკო სერვიმ დაუსვა და მატჩი საბოლოო ანგარიში 4:0 დააფიქსირა.

არგენტინელთა მხრიდან გატანილი ოთხივე გოლის ავტორმა ნაკრებში თავი პირველად გამოიჩინა.

არგენტინას ბრაზილიის ნაკრებთან 16 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესი შეხვედრას ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები