Thumbnail
  • მეფემ მსაჯები მკაცრად გააკრიტიკა.
  • კლივლენდის ზედიზედ მეორე მარცხი.
  • ლებრონ ჯეიმსმა ისევ სამმაგი დუბლი შეასრულა.
  • საუკეთესო 40 წლის ვინს კარტერი იყო.

კლივლენდის და გოლდენ სტეიტის სუპერ-დაპირისპირება 26 დეკემბერს გაიმართა, მაგრამ საკალათბურთო სამყარო ამ მატჩზე დღემდე ლაპარაკობს და, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს ილაპარაკებს. მთავარი თემა კევინ დურანტის და ლებრონ ჯეიმსის დუელია - საქმე ისაა, რომ NBA-მ ოფიციალურად აღიარა მსაჯების შეცდომები.

ამრიგად, დადასტურდა, რომ არბიტრებმა დურანტის 3 წესების დარღვევა არ დააფიქსირეს, მსხვერპლი კი სამივე შემთხვევაში კავალიერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი იყო. ჯარიმები რომ დაფიქსირებულიყო, გოლდენ სტეიტს ის შეხვედრა, შეიძლება, ვერ მოეგო.

ყველაფერს კარგად ხედავენ, მაგრამ უტიფრად მიმეორებენ, რომ ჯარიმა არ იყო. ეს ძალიან მაბრაზებს!

დისკუსიას ახლა თვით ლებრონი გამოეხმაურა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ მსაჯებმა წესების დარღვევა ვერ შენიშნეს, არამედ ის, რომ არბიტრები ბოლო დროს ცუდად იქცევიან.

“ყველაზე ცუდი ის არის, რომ როცა მსაჯთან მივდივარ და ველაპარაკები, მეუბნებიან, ჯარიმა არ იყოო. არბიტრს ვეკითხები: “დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი კარგად დაინახე?” ის კი ისევ იმეორებს: “ჯარიმა არ იყო!” სიმართლე გითხრათ, სწორედ ეს არ მესმის. ხომ შეუძლიათ, თქვან, როგორცაა. აღიარონ, რომ შეცდომა დაუშვეს, ან უბრალოდ მითხრან, რომ ბოლომდე კარგად ვერ დაინახეს, მაგრამ ფიქრობენ, რომ ჯარიმა არ იყო. თუ ასე მოიქცევიან, არ გავბრაზდები და პრობლემაც არ იქნება. სიმართლე ისაა, რომ ყველაფერს კარგად ხედავენ, მაგრამ უტიფრად მიმეორებენ, რომ ჯარიმა არ იყო. ეს ძალიან მაბრაზებს!” - განაცხადა ლებრონ ჯეიმსმა.

40 წლის ვინს კარტერთან წაგებული დუელი

ლებრონ ჯეიმსი და ვინს კარტერი

გოლდენ სტეიტთან მარცხის შემდეგ, კლივლენდმა კიდევ ერთი მატჩი წააგო. დღეს, გამთეენისას, კავალიერსი საკრამენტოსთან მოულოდნელად 95:109 დამარცხდა. ლებრონ ჯეიმსმა ამ შეხვედრაში მხოლოდ 16 ქულა დააგროვა, თუმცა 14 პასი და 10 მოხსნაც ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა. საკრამენტოდან საუკეთესო 40 წლის ვინს კარტერი გახლდათ - მის ანგარიშზე 24 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები