Thumbnail

'აქ ვეღარ მიხილავთ' - ხაბიბ ნურმაგომედოვი UFC-ს ემუქრება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ხაბიბი UFC-ს ემუქრება!
  • ნურმაგომედოვი მეგობრის შესახებ ინციდენტს გამოეხმაურა

ხაბიბის მეგობარი ზუბაირა ტუხუგოვი ლას ვეგასში, ნურმაგომედოვის მიერ ატეხლი ჩხუბის მონაწილე გახლდათ. ტუხუგოვი ოქტგაონზე გადაძვრა და ზურგით მდგარ კონორ მაკგრეგორს სახეში ჩაარტყა.

ამის შესახებ, UFC-ის პრეზიდენტმა - დანა უაითმა განაცხადა, რომ შესაძლო ხაბიბის გუნდის წევრებს ვიზები ჩამოართვან და ამერიკაში აღარ შეუშვან. ტუხუგოვი თვითონაც მებრძოლია და MMA-ში 18-4 რეკორდს ფლობს.

"მე მინდა მივმართო UFC-ის - როდესაც ის (მაკგრეგორი) ჩემ მიკრო-ავტობუსს თავს დაესხა, მაშინ რატომ არ მოკვეთეთ მისი გუნდის წევრები?" აცხადებს დაღესნტელი.

"რატომ ისჯება მხოლოდ ჩემი გუნდი, როდესაც ორივე გუნდმა იჩხუბა? თუ იმას ამბობთ, რომ ჩხუბი მე დავიწყე - ცდებით, მე დავასრულე ის, რაც მან (მაკგრეგორმა) დაიწყო!"

"ყოველშემთხვევაში, დამსაჯეთ მე და ჩემ მეგობარს შეეშვით. თქვენ გააუქმეთ ზუბაირას ბრძოლა და დისკვალიფიკაცია მიეცით მხოლოდ იმის გამო, რომ კონორს დაარტყა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, კონორი იყო ის, ვინც ჩემ მეგობარს პირველად შეეხო - გადაამოწმეთ კადრები!"

"თუ მისი დისკვალიფიკაცია გაგრძელდება, იცოდეთ, რომ მეც დამკარგავთ! ჩვენ, რუსეთში ძმებს არასოდეს ვტოვებთ მარტო. თუ მას დაითხოვთ, ჩემი კონტრაქტიც შეწყვიტეთ, ან ჩემით შევიწყვიტავ!" ამბობს ნურმაგომედოვი

კომენტარები

ბოლო ამბები