Thumbnail

'უკვე მეც მომბეზრდა მოუგებლად თამაში' - მანჩინის 'სკუადრა აძურას' უიღბლო სერია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რობერტო მანჩინის გაწვრთნილ იტალიის ნაკრებს მოგება უჭირს
  • 53 წლის სპეციალისტი კვირას იმედის თვალით შეყურებს

რობერტო მანჩინის გაწვრთნილ იტალიის ეროვნული ნაკრებს მოგება უჭირს - ასე იყო ბოლო, უკრაინისთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაშიც (1:1).

საერთოდ კი, "სკუადრა აძურას" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, ისიც საუდის არაბეთთან (2:1). ის პირველი თამაში იყო რობერტო მანჩინისთვის ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე. მას შემდეგ კი "აძურამ" მისი ხელმძღვანელობით კიდევ 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი ფრედ დაასრულა, ორი კი წააგო.

და კიდევ, იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მეხუთე საშინაო მატჩი ვერ მოიგო, ასეთი რამ კი ბოლოს 93 წლის წინ მოხდა. 

უკრაინასთან შეხვედრა მანჩინისთვის ნაკრების თავკაცის პოსტზე მეექვსე იყო

უკრაინასთან შეხვედრის შემდეგ მანჩინიმ ყურადღება მომენტების გამოუყენებლობაზე გააკეთა.

"მომენტების გამოყენებისას უფრო ცივსისხლიანად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან გამარჯვება სწორედ გოლებს მოაქვს. ძალა არ დავიშურეთ და უამრავი საგოლო შანსიც გვქონდა, უკრაინამ კი უკვე მეორე დარტყმით გაგვიტანა. სამწუხაროდ, ჩვენი საქმე ასეა და ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

როგორც ყველას, მეც მომბეზრდა მოუგებლად თამაში. თუმცა, არის პოზიტიური მომენტიც - გუნდი დიდწილად კარგ ფეხბურთს თამაშობს. ეს მაინც ამხანაგური შეხვედრა იყო, კვირიდან კი, იმედი მაქვს, მოგებებს დავიწყებთ. 

ფედერიკო ბერნარდესკიმ ნაკრებში მეორე გოლი მიითვალა

მესმის, რომ გულშემატკივრები დაღონებულები არიან იმის გამო, რომ მათი გუნდი ვერ იგებს, მაგრამ დაცინვას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. კიდევ ერთი გოლი რომ შეგვეგდო, ყველა კმაყოფილი იქნებოდა ჩვენი თამაშით. ვფიქრობ, აქ საქმე მხოლოდ შედეგშია", - აქვეყნებს მანჩინის ნათქვამს Football Italia.

მანჩინისა და იტალიის ნაკრებს დანავსული სერიის შეწყვეტის შანსი 14 ოქტომბერს, უეფას ერთა ლიგაში, სტუმრად პოლონეთთან გასამართ შეხვედრაში ექნებათ. ოთხი შემდეგ კი იტალიელები უკვე შინ პორტუგალიას მიიღებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები