Thumbnail

'მამაშენს ვთხოვე, რომ მკაცრად არ დაესაჯე' - ხაბიბი ვლადიმერ პუტინს შეხვდა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • რუსეთის პრეზიდენტი ხაბიბ და აბდულმანაპ ნურმაგომედოვებს შეხვდა
  • 'მამაშენს ვთხოვე, რომ მკაცრად არ დაესაჯე' განაცხადა ვლადიმერ პუტინმა

7 ოქტომბერს, ლას ვეგასში ხაბიბ ნურმაგომედოვმა ცნობილი ირლანდიელი - კონორ მაკგრეგორი 4 რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და ქამარი წარმატებით დაიცვა.

ბრძოლის შემდეგ, როგორც ხაბიბი ამბობდა, რუსეთის პრეზიდენტმა დაურეკა და დიდი გამარჯვება მიულოცა. შემდეგ დაღესტნელი სახლში დაბრუნდა, სადაც მაჰაჩყალის ანჟი-არენაზე ათაოსბით გულშემატკივარი დახვდა.

დღეს კი, UFC მსუბუქი წონის ჩემპიონს ვლადიმერ პუტინმა პირადად უმასპინძლა. "გილოცავ გამარჯვებას და ვულოცავ მამაშენს, რომ ასეთი კარგი შვილი გაზარდა..." ამბობს პუტინი.

შემდეგ პუტინმა MMA-ის ღირებულებების განხილვა დაიწყო. "გასაგებია, რომ ეს კომერციული სპორტია, მაგრამ პირველრიგში ეს მაინც სპორტია და მხოლოდ გაწერილ რეგულაციებზე არ დგას, არსებობს მორალური ღირებულებებიც, რაც ყველა სპორტსმენმა უნდა დაიცვას."

"კი მართალია გუნდის და რუსეთის სახელით არ გამოდიოდი, შენი პერსონალური გამოწვევა იყო, მაგრამ ჩვენ, ჩვენი თანამოქალაქის ბედი ყველგან გვაინტერესებს და განვიცდით, სადაც არ უნდა იყოს ის და რასაც არ უნდა აკეთებდეს..." განაცხადა პუტინმა.

ბრძოლის შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონიდან გადახტა და კონორ მაკგრეგორის გუნდის წევრს - დილონ დენისს თავს დაესხა, რამაც დაბრაზში არეულობა გამოიწვია. ამის შესახებ, ნურგმაგომედოვის მამა - აბდულმანაპი აცხადებდა "იმედია ჩემ შვილს მკაცრად დასჯიან" თვითონ ხაბიბაც აღნიშნა, რომ სახლში ამის გამო მოხვდებოდა.

თუმცა, ვლადიმერ პუტინი ამ სიტუაციასაც შეეხო "მამაშენს ვთხოვე, რომ მკაცრად არ დაესაჯე, მთავარი მისია შეასრულე - ღირსეულად და დამაჯერებლად მოიგე!"

კომენტარები

ბოლო ამბები