Thumbnail

ლეიკერსმა გოლდენ სტეიტს მოუგო - ლებრონმა ბურთი ცენტრიდან ჩააგდო

  • ლეიკერსი 123:113 გოლდენ სტეიტი
  • ლებრონ ჯეიმსისა და კევინ დურანტის ორმაგი დუბლები

ლეიკერსმა და გოლდენ სტეიტმა 'T-MOBILE ARENA-ზე' წინასასეზონო მატჩი გამართეს. შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა და ლეიკერსის გამარჯვებით, 123:113 დასრულდა.

მხოლოდ ორმა კალათბურთელმა მოახერხა ორმაგი დუბლი შესრულება: კევინ დურანტმა და ლებრონ ჯეიმსმა. დურანტმა 24 წუთში 18 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, ხოლო ჯეიმსმა 17 წუთში შეასრულა ორმაგი დუბლი - 15 ქულა, 10 მოხსნა.

სეზონს გოლდენ სტეიტი ოკლაჰომასთან მატჩის დაიწყებს

მასპინძელთა მხრიდან ქულებში საუკეთესო ბრენდონ ინგრამი იყო, რომელმაც 25 წუთში გოლდენს 26 ქულა ჩაუგდო. კენტავიუს პოპი 20 ქულამდე ავიდა, კაილ კუზმამ 23 ქულას მოუყარა თავი.

რაც შეეხება გოლდენ სტეიტს, დურანტზე კარგი შედეგი ქულებში მხოლოდ ორ კალათბურთელს ჰქონდა: კლეი ტომპსონსა და სტეფ კარის. კარიმ, რომელიც ამ სეზონში ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი იქნება, 23 ქულა ჩააგდო. კლეი ტომპსონმა კი 20 ქულას მოუყარა თავი.

ლეიკერსსის პირველი მეტოქე პორტლენდი იქნება

ლეიკერსმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა. გოლდენ სტეიტი და ლეიკერსი რეგულარულის დაწყებამდე კიდევ ერთ მატჩს გამართავენ, მატჩს 'ორაკლ არენა' 13 ოქტომბერს უმასპინძლებს.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები