Thumbnail
  • 11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგა განახლდება
  • 11-13 ოქტომბერს ოთხივე ლიგაში III ტურის მატჩებია
  • ტურის ტოპმატჩები ხოჟუვში, რიეკაში და ამსტერდამში გაიმართება

11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგა განახლდება - პირველ სამ დღეს (11-13 ოქტომბერი) A, B, C და D ლიგებში მესამე ტურის მატჩები გაიმართება, მათ შორის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება "დინამო არენაზე", ანდორის ნაკრების წინააღმდეგ. შემდეგი სამი დღე (14-16 ოქტომბერი) მეოთხე ტურის მატჩები გველის. 

1,5 მლნ ევროს შანსი საქართველოს - უეფამ ერთა ლიგაში საპრიზო თანხები გაზარდა

მესამე ტურიდან სამი დაპირისპირება გამოვარჩიეთ, რომელთა გამოტოვებაც არაფრით შეიძლება. 

A ლიგა

⚽ პოლონეთი V პორტუგალია 📅 11 ოქტომბერი ⌚ 22:45

  • ამ გუნდების ბოლო მატჩში, ევრო 2016-ზე პორტუგალიამ პენალტებში იმარჯვა
  • პორტუგალიამ პოლონეთში ბოლოს 1983 წელს იმარჯვა (1:0).
  • რობერტ ლევანდოვსკის მე-100 კეპი ნაკრებში
რობერტ ლევანდოვსკი მე-100 მატჩს თამაშობს

პოლონეთის სილეზიის ქალაქ ხოჟუვში A ლიგის მე-3 ჯგუფის მატჩში პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ამ ჯგუფში 2-მატჩიან იტალიას მხოლოდ ქულა აქვს, ევროპის ჩემპიონმა პორტუგალიამ კი მოგებით დაიწყო. როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანო რონალდომ გარკვეული ბოიკოტი გამოუცხადა ერთა თასს და ის არც პოლონეთის ნაკრებთან ითამაშებს. 

ეს მატჩი განსაკუთრებულია ბაიერნის ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკისთვის - ის ნაკრების ფორმას მეასედ მოირგებს. სწორედ ამ სტადიონზე გაიტანა ლევანდოვსკიმ მის კარიერაში მეორე სანაკრებო გოლი დაახლოებით 10 წლის წინათ. ასე რომ, იტალიაში შესანიშნავად მოთამაშე კშიშტოფ პიატეკი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს და თავის შანსს დაელოდება.

სავარაუდო შემადგენლობები

პოლონეთი (4-4-1-1): შჩესნი - ბერეშინსკი, გლიკი, ბედნარეკი, რეკა - ბლაშჩიკოვსკი, ლინეტი, კრიხოვიაკი, კურჟავა - ჟიელინსკი - ლევანდოვსკი 

პორტუგალია (4-3-3): რუი პატრისიო - კანსელო, პეპე, დიაში, რუი - პიცი, ნევეში, სანშეში - ბერნარდო სილვა, ანდრე სილვა, მარტინში

⚽ ხორვატია V ინგლისი 📅 12 ოქტომბერი ⌚ 22:45

  • ხორვატიის ნაკრები სამშობლოში 11 მატჩია არ დამარცხებულა
  • ეს არის მუნდიალის ნახევარფინალის რე-მატჩი, მაშინ ხორვატიამ 2:1 მოიგო
  • ინგლისის ნაკრებს უკვე 3 ოფიციალური მატჩია, რაც არ მოუგია
ივან რაკიტიჩი და ლუკა მოდრიჩი

მუნდიალის ტრიუმფის შემდეგ ხორვატიის ნაკრები სამშობლოში პირველად თამაშობს. მათ რიეკაში ისე დახვდებოდნენ, როგორც გმირებს, მაგრამ ეს ახლა შეუძლებელია - ხორვატია დისკვალიფიცირებულია და საშინაო მატჩებს უმაყურებლოდ ატარებს (ეს ბოლო ასეთი შეხვედრაა). მუნდიალის მიუხედავად, მაინც ყველას ემახსოვრება მე-4 ჯგუფის საწყის მატჩში მოდრიჩისა და კომპანიის სასტიკი მარცხი ესპანეთის ნაკრებთან - 0:6. 

ინგლისს ოფიციალურ მატჩებში მოუგებელი სერია გაუგრძელდა

გარეთ საუთგეიტის გუნდის მთავარი სიახლე 18 წლის სანჩოა, რომელიც ბუნდესლიგაში ბრწყინვალედ ათამშდა. მის ანგარიშზე გოლი და 6 საგოლე პასია. აღსანიშნავია მეისონ მაუნტისა და ჯეიმს მედისონის გამოძახებაც. 

სავარაუდო შემადგენლობები

ხორვატია (4-2-3-1): კალინიჩი - ვრსალიკო, ვიდა, ლოვრენი, პივარიჩი - რაკიტიჩი, ბროზოვიჩი - კოვაჩიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი - ჩოპი

ინგლისი (3-1-4-2): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაირი - დაიერი - ტრიპიერი, ჰენდერსონი, ბარკლი, სტერლინგი - რაშფორდი, კეინი

⚽ ჰოლანდია V გერმანია 📅 13 ოქტომბერი ⌚ 22:45

  • ჰოლანდიის ნაკრებმა წელს მხოლოდ 6 მატჩი ითამაშა
  • 40 ურთიერთშეხვედრა. გერმანიამ 15 მოიგო, ჰოლანდიამ - 10
  • ამ გუნდებმა ბოლოს 2012 წლის ნოემბერში ითამაშეს
კუმანის გუნდი ემზადება

შაბათს ამსტერდამის "იოჰან კრუიფის არენა" ჰოლანდიისა და გერმანიის ნაკრებთა მატჩს მასპინძლობს. ეს შეხვედრა ელიტური ლიგის 1-ელი ჯგუფის ეგიდით იმართება. გერმანიას მხოლოდ ქულა აქვს, ჰოლანდია კი ჯერ უქულოა ჯგუფში, რომელსაც 4 ქულით საფრანგეთის ნაკრები ლიდერობს. 

ჰოლანდიის ნაკრები თაობათა ცვლის პერიოდშია, მას მერე, რაც ჯერ ევრო 2016 გამოტოვა, შემდეგ კი 2018 წლის მუნდიალიც. რონალდ კუმანი ახალ გუნდს აშენებს, ხოლო ისეთმა სახეებმა, როგორიც არიენ რობენი და ვესლი სნეიდერი არიან, სანაკრებო კარიერა დაასრულეს. 

დრაქსლერი და სანე - გერმანელთა ბანაკშიც შესანიშნავი განწყობაა

კუმანმა გერმანიასთან მატჩისთვის 25 კაცს დაუძახა, აქედან 4 პოტენციური დებიუტანტია. საკვირველია, მაგრამ სიაში არ არის ახალგაზრდა ტალანტი ჯასტინ კლუივერტი, სამაგიეროდ, გერმანიასთან პსვ-ს ტალანტ სტივენ ბერგვეინს ვიხილავთ, 21 წლის ფლანგის მოთამაშეს შესანიშნავი სეზონი აქვს. 

გერმანიას ამ მატჩში არ ეყოლება ანტონიო რიუდიგერი, ილქაი გიუნდოგანი, მარკო როისი და თინეიჯერი სენსაცია კაი ჰავერცი. 

სავარაუდო შემადგენლობები

ჰოლანდია (3-4-2-1): სილესენი - დე ლიხტი, ბლინდი, ვან დეიკი - ბაბელი, დე იონგი, სტროოტმანი, დუმფრისი - ვეინალდუმი, პრომესი - დეპაი

გერმანია (4-1-2-3): ნოიერი - ჰეკტორი, ბოატენგი, ჰუმელსი, გინტერი - კიმიხი - კროოსი, გორეტცკა - სანე, ვერნერი, მიულერი

უეფას ერთა ლიგა. III ტური

11 ოქტომბერი

A ლიგა

22:45 პოლონეთი-პორტუგალია

B ლიგა

23:45 რუსეთი-შვედეთი

C ლიგა

22:45 ისრაელი-შოტლანდია

22:45 ლიტვა-რუმინეთი

22:45 მონტენეგრო-სერბეთი

D ლიგა

22:45 ფარერები-აზერბაიჯანი

22:45 კოსოვო-მალტა

12 ოქტომბერი

A ლიგა

22:45 ბელგია-შვეიცარია

22:45 ხორვატია-ინგლისი

B ლიგა

22:45 ავსტრია-ჩრ. ირლანდია

C ლიგა

22:45 ესტონეთი-ფინეთი

22:45 საბერძნეთი-უნგრეთი

D ლიგა

22:45 ბელარუსი-ლუქსემბურგი

22:45 მოლდოვა-სან მარინო

13 ოქტომბერი

A ლიგა

22:45 ჰოლანდია-გერმანია

B ლიგა

17:00 სლოვაკეთი-ჩეხეთი

22:45 ირლანდია-დანია

C ლიგა

20:00 ნორვეგია-სლოვენია

22:45 ბულგარეთი-კვიპროსი

D ლიგა

20:00 სომხეთი-გიბრალტარი

20:00 საქართველო-ანდორა

20:00 ლატვია-ყაზახეთი

22:45 მაკედონია-ლიხტენშტაინი

კომენტარები

ბოლო ამბები