Thumbnail

რაფაელ ნადალი სტიქიით დაზარალებულ მალიორკას ეხმარება

  • წყალდიდობამ მალიორკას დიდი ზარალი მიაყენა
  • დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა
  • რაფა ნადალი მშობლიურ მხარეს გაჭირვების დროს არ ტოვებს

ესპანეთის კუნძულ მალიორკაზე წყალდიდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 5 ადამიანზე მეტია, 200-ზე მეტს კი სახლის დატოვება მოუწია. ძლიერი წვიმის გამო, დაზიანდა სახლები და ავტომანქანები, დაიხურა სკოლები და მაღაზიები.მალიორკაზე საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული.

აღსანიშნავია, რომ სტიქიის შესაჩერებელ სამუშაოებში პირველივე დღიდანვე ჩაერთო რაფაელ ნადალი. ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი სწორედ მალიორკაში დაიბადა. ის აქტიურად მონაწილეობს გაწმენდით სამუშაოებში.

იხილეთ ვიდეო 📺

კომენტარები

ბოლო ამბები