Thumbnail

ფრე უკრაინასთან - სკუადრა აძურას მოუგებელი სერია გრძელდება

  • იტალია 1:1 უკრაინა
  • რუსლან მალინოვსკის სადებიუტო გოლი უკრაინის ნაკრებში
  • მზადება ერთა ლიგის მატჩისთვის

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ლუიჯი ფერარისზე უკრაინასთან ამხანაგური მატჩი გამართა და ფრედ 1:1 ითამაშა. ოთხი მატჩია, რაც სკუადრა აძურას არ მოუგია. იტალიელებმა ბოლოს საუდის არაბეთს მარიო ბალოტელისა და ანდრეა ბელოტის გოლებით მოუგეს.

UPDATE: 'უკვე მეც მომბეზრდა მოუგებლად თამაში' - მანჩინის 'სკუადრა აძურას' უიღბლო სერია

ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ ნიკოლო ბარელასა და კრისტიანო პიჩინის. სებასტიან ჯოვინკო 3-წლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ ‘ატომურ ჭიანჭველას’ თამაშის საშუალება არ მიეცა.

იტალიელებმა ანგარიში 55-ე წუთზე გახსნეს, გოლი ბერნარდერსკიმ გაიტანა.

ბერნარდერსკი 55’

ბერნარდერსკის გოლი უკრაინის კარში

ბერნარდერსკის გოლი უკრაინის კარში

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი, 2018

უკრაინელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. რუსლან მალინოვსკიმ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მალინოვსკი 62’

მალინოვსკის გოლი დონარუმას კარში

მალინოვსკის გოლი დონარუმას კარში

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი, 2018

იტალიის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგაზე პოლონეთთან სტუმრად გამართავს შეხვედრას, ხოლო უკრაინა ჩეხეთის ნაკრებს ესტუმრება.

იტალია: დონარუმა - ბონუჩი, კიელინი, ფლორენცი, ბირაგი - ჟორჟინიო, ვერატი, ბარელა - კიეზა, ინსინიე, ბერნარდერსკი

კომენტარები

ბოლო ამბები