- აბუ-დაბის გრან პრიზე 12 ქართველი ძიუდოისტი მიემგზავრება
- ღვინიაშვილი აბუ-დაბიში არ იქნება
- 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჭრიკიშვილი და მარგიანი იჭიდავებენ
მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პირველი ტურნირი, სადაც ქართველი ძიუდოისტები იასპარეზებენ, აბუ-დაბის გრან პრი იქნება. საქართველოს ძიუდისტთა ნაკრები აბუ-დაბიში 12 სპორტსმენით მიემგზავრება.
ტურნირი 27 ოქტომბერს დაიწყება და 29 ოქტომბერს დასრულდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა აბუ-დაბის გრან პრიზე
60 კგ - ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი
73 კგ - ფრიდონ გიგანი
81 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
90 კგ - უშანგი მარგიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
100 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, ლაშა ტაველური
100 კგ - ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი
შარშან საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბის გრან პრიზე 2 მედალი მოიპოვა: ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა (66კგ), ბექა ღვინიაშვილი ფინალში ნიკოლოზ შერაზადიშვილთან დამარცხდა (90კგ).
კომენტარები