Thumbnail

Worlds | დღე პირველი - ევროპა დომინირებს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Worlds-ის პირველ დღეს ექვსი შეხვედრა გაიმართა
  • მთავარი სენსაციები ევროპელებმა შემოგვთავაზეს
  • ჩრდილო ამერიკული გუნდები ცუდად გამოიყურებიან

LoL-ის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ დღეს ექვსი შეხვედრა გაიმართა.

ტურნირის სტარტზე შემდეგმა გუნდებმა იასპარეზეს - Team Liquid (აშშ), KT (კორეა), Phong Vu Buffalo (ვიეტნამი), Flash Wolves (ტაივანი), Edward Gaming (ჩინეთი), MAD (ტაივანი), Freecs (კორეა), Royal Never Give Up (ჩინეთი), Cloud 9 (აშშ), Gen.G (კორეა), Vitality (ევროპა), G2 (ევროპა).

ჯგუფური ეტაპი სამხრეთ კორეაში, კერძოდ ბუსანში დაიწყო და სწორედ ამ ქალაქში გაირკვევა, თუ ვინ გადავა შემდეგ ეტაპზე. Worlds-ზე სულ ოთხი ჯგუფია და თითოეულ მათგანში ოთხი გუნდია განაწილებული.

თითოეული მათგანი ჯგუფის ყველა სხვა წევრთან ორჯერ ითამაშებს. გუნდები, რომლებიც პირველ და მეორე ადგილს დაიკავებენ, შემდეგ ეტაპზე გადავლენ, ხოლო დანარჩენები კი ასპარეზობას გამოეთიშებიან.

ტურნირი C ჯგუფის შეხვედრით დაიწყო, რომელშიც ერთმანეთს Worlds-ის ერთერთი ფავორიტი KT და ჩრდილო ამერიკული TL დაუპირისპირდნენ. თამაშის სტარტი მეტნაკლებად თანაბარი გამოდგა. Liquid-მა ქვედა ხაზზე პირველი მკვლელობა აიღო და თითქოს ინიციატივასაც დაეუფლა, მაგრამ Deft-მა და Mata-მ ყველაფერი ძალიან მალე დააყენეს თავის ადგილზე და KT-მ გამარჯვება მოიპოვა.

საკმაოდ დაძაბული გამოდგა დღის მეორე შეხვედრა EDG-ს და MAD-ს შორის. სწორედ ამ თამაშში ვიხილეთ დღის ყველაზე ეფექტური მომენტი, როდესაც I Boy-Uniboy-ს 'ზოის' უხილავი 'Paddle Star' 'გაფლეშა', მკვლელობა თავად აიღო და კომენტატორების ოვაციები დაიმსახურა.

საბოლოო ჯამში ჩინელებმა უკეთესი გუნდური ბრძოლების ხარჯზე მოიგეს.

ორი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც. დღის ყველაზე დომინანტი გუნდის სტატუსი Flash Wolves-მა დაიმსახურა. ტაივანელებმა PvB უბრალოდ გაანადგურეს და მეტოქეს დაპირისპირების არც ერთი წამით არ მისცეს სულ მცირედი უპირატესობაც კი.

დღის პირველი და ალბათ უმთავრესი სენსაცია G2-ს და Afreeca Freecs-ის შეხვედრაში დაფიქსირდა. კორეელები უპირობო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ გმირების არჩევისას ერთი მარტივი რამ ვერ გათვალეს. მათ ADC პოზიციაზე მოთამაშე Hjarnen-ს Heimerdinger დაუთმეს და როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი მატჩის დაწყებამდე გადაწყდა.

ევროპელებს ბოლომდე 'სუფთად' არ უთამაშიათ, მაგრამ ტურნირის ერთერთ ფავორიტთან სანატრელი გამარჯვება მაინც მოიპოვეს.

ერთი საინტერესო და ერთიც უინტერესო შეხვედრა გაიმართა B ჯგუფში. პირველ შეხვედრაში RNG-ს ვერანაირი წინააღგმდეგობა ვერ გაუწია C9-მ. თამაშის ბედი ამ შეხვედრაშიც ქვედა ხაზზე გადაწყდა. Uzi-მ თამაშის სტარტზევე მოკლა Sneaky და ამის შემდეგ ამერიკელი კიბერსპორტსმენი პრაქტიკულად მთელი მატჩის მანძილზე ნაცრისფერ ეკრანს უყურებდა. ჩინელთა გამოცდილმა ლიდერმა კი კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, თუ რატომ ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ADC-დ.

დღის ბოლო შეხვედრა მოულოდნელი შედეგით დასრულდა და სენსაცია ისევ ევროპელებმა შემოგვთავაზეს, რომლებმაც კვლავ სამხრეთ კორეელები დაამარცხეს.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი Gen.g - Vitality-ს დაუპირისპირდა და დაახლოებით იმავე მიზეზის გამო წააგეს, რა მიზეზითად მათმა თანამემამულეებმა (Freecs). იტალიელმა 'მიდლეინერმა' Jiizuke-მ მოულოდნელად Ekko აირჩია და მთელი შეხვედრის მანძილზე დომინირებდა.

შეხვედრა დრამატულად დასრულდა - ევროპელებმა თითქოს ‘Elder Dragon’-ის მოკვლა გადაწყვიტეს, Gen.g-მ კი ხელის შეშლა სცადა. დანარჩენი აუცილებლად თავად უნდა იხილოთ -

ხვალ, დღის პირველ შეხვედრაში Flash Wolves კორეულ Freecs-ს დაუპირისპირდება. სატურნირო დღე თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები