Thumbnail

პსვ, აიაქსი და ფეიენოორდი ერედივიზიონის კლუბებს თანხას გაუნაწილებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ერედივიზიონში ძირეული ცვლილებები იგეგმება
  • ორი მთავარი ამბავი, რომელიც კლუბებმა განიხილეს

ერედივიზიონის ყველა კლუბის ხელმძღვანელი ორშაბათს შეიკრიბა და ორი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა.

ჰოლანდიელებს სურთ, რომ ბელგიის ჩემპიონატის მსგავსად ლიგა 16-გუნდიანი გახდეს, რასაც რამდენიმე კლუბი ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ერედივიზიონის მმართველებს სურთ, რომ მატჩები ხელოვნურსაფარიან მინდორზე აღარ გაიმართოს, რათა ტრავმათა სიხშირე შემცირდეს.

ამ ინიციატივას ყველა კლუბი დაეთანხმა. დიდი სამეულის წევრებმა: პსვ ეინდჰოვენმა  ფეიენოორდმა და აიაქსმა გადაწყვიტეს, რომ ევროტურნირებიდან მიღებული შემოსავლის 10% კლუბებს გადაურიცხონ, რათა მათ სტადიონის პრობლემები მოაგვარონ.

ჰოლანდიაში მიაჩნიათ, რომ მსგავსი მიდგომით ლიგის დონე კიდევ უფრო აიწევს. ფაქტია, რომ ერედივიზონს ძალიან კარგად აშუქებენ და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იყიდება, მათ შორის საქართველოშიც. სწორედ ამიტომ ჰოლანდიელებს სურთ, რომ ხელოვნური მოედნები გააქრონ და ლიგა კიდევ უფრო განავითარონ.

კლუბები ამ საკითხებს ნოემბრის ბოლოს კიდევ ერთხელ განიხილავენ და ხმის მიცემის წესით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კომენტარები

ბოლო ამბები