Thumbnail
  • ჟოზე ფიორენტინას მილენკოვიჩს აკვირდება
  • პორტუგალიელი მის სანახავად, სერბეთი - მონტენგეროს მატჩს დაესწრება

ჟოზე მოურინიო მანჩესტერ იუნაიტედისთვის ახალ მცველს ეძებს. მანამდე კი პორტუგალიელს კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან - ედ ვუდვარდთან ჰქონდა მოლაპარაკება სამომავლო გეგმების შესახებ.

ზინედინ ზიდანთან დაკავშირებული საუბრები, ჟოზესთვის სულ უფრო და უფრო სახიფათო ხდება, მოურინიო გასულ კვირას აცხადებდა, რომ მასზე ნადირობაა გამოცხადებული.

მოურინიო სერბეთი - მონტენეგროს მატჩს დაესწრება და ნიკოლა მილენკოვიჩთან ერთად, მის გუნდელს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩსაც დააკვირდება.

90 მილიონად შეფასებული ლაციოს ნახევარმცველი, შეიძლება პოლ პოგბას შემცვლელი აღმოჩნდეს, რომელიც გუნდს სავარაუდოდ ზამთარში, ჟოზესთან უთანხმოების გამო დატოვებს.

მილენკოვიჩი ფიორენტინას ბელგრადის პარტიზანიდან, 4 მილიონად, 2017 წელს შეუერთდა და მასშემდეგ სერია A-ში თავის დამკივდრება შეძლო.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ მოურინიომ წელს ოპტიმალური ცენტრალური დაცვის წყვილი სმოლინგი - ბაილი პირველად ვალენსიასთან მატჩში გამოიყენა და იმ შემთხვევაშიც ბაილი მძიმე ტრავმას გადაურჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები