Thumbnail

საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო რაუნდს მალტაში ითამაშებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მოლოდინში
  • მატჩები 2019 წლის 11-13 იანვარს გაიმართება

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდს 2019 წლის 11-13 იანვარს, მალტაში გამართავს. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან კვიპროსი, აზერბაიჯანი და მასპინძელი მალტა. მეორე ეტაპზე, პლეიოფში, მხოლოდ გამარჯვებული გადის.

წილისყრა სექტემბერში გაიმართა და მასპინძლობის პრიორიტეტი მალტას ერგო, ახლა კი დადგინდა, რომ მალტის ფედერაციამ ეს უფლება გამოიყენა განსხვავებით პირველი ჯგუფისგან, სადაც მასპინძლობაზე უარი თქვა ბულგარეთმა, ირლანდიამ, ბრიტანეთმა და შედეგად, შეჯიბრებას ლუქსემბურგი უმასპინძლებს.

დაზუსტდა შეჯიბრების თარიღიც: ორივე ჯგუფის მატჩები 11-13 იანვარს გაიმართება. საქართველოს ნაკრები პირველ დღეს მალტას ეთამაშება, შემდეგ აზერბაიჯანს და 13 იანვარს მთავარ კონკურენტ კვიპროსის გუნდს. საქართველოს ნაკრების მიზანი მარტივია: ჯგუფის მოგება და შემდეგ გამარჯვება პლეიოფში, რაც საშუალებას მისცემს გუნდს, რომ 2020 წლის შემოდგომიდან ჩაებას უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის საგზურებისთვის ბრძოლაში, ევროპის უძლიერეს 31 გუნდთან ერთად. ფინალური ეტაპი 2022 წლის იანვარში გაიმართება უნგრეთსა და სლოვაკეთში.

კომენტარები

ბოლო ამბები