Thumbnail

ATP ფანების ფავორიტს ავლენს - მიეცი ხმა ნიკოლოზ ბასილაშვილს 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ATP World Tour Awards 2018 საუკეთესოებს გამოავლენს
  • წლის საუკეთესო ჩოგბურთელი, ტურნირი და ფანების ფავორიტი

ATP World Tour Awards 2018 გამოავლენს ტურის საუკეთესო ჩოგბურთელებსა და ტურნირებს. მხედველობაში მიიღება თავად ჩოგბურთელთა ხმები და სეზონის ბოლოს დაფიქსირებული რეიტინგები. ეს ცერემონიალი Moët & Chandon-ის ხელშეწყობით ტარდება. 

11 ადგილი საქართველოს რეკორდამდე - ბასილაშვილი მსოფლიოს 23-ე ჩოგანია!

გარდა ამისა დასახელდება ATPWorldTour.com-ის ფანების ფავოროტი მოთამაშე ერთეულთა თანრიგში და ფანების ფავორიტი წყვილი. ამისთვის ATP-ის ოფიციალურ ვებსაიტზე დაიწყო ფანების გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია. შედით ლინკზე და ჩამოსაშლელ მენიუში მოძებნეთ თქვენი საყვარელი ჩოგბურთელი და მიეცით ხმა. ხმის მიცემა 2 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები