Thumbnail

როგორ დამეგობრდნენ რონალდო და ნურმაგომედოვი ინსტაგრამზე

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ხაბიბმა გაამხილა ისტორია მისი და რონალდოს შესახებ
  • როგორ დაპატიჟეს ნურმაგომედოვი მადირდში

UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი მისი და რონალდოს ისტორიას იხსენებს, თუ როგორ გაიცნო ცნობილი ფეხბურთელი და როგორ დაპატიჟა პორტუგალიელმა მადრიდში.

ნურმაგომედოვმა გასულ კვირას, კონორ მაკგრეგორი ლას ვეგასში დაამარცხა და ქამარი წარმატებით დაიცვა. შემდეგ ოქტაგონიდან გადახტა და მაკგრეგორის გუნდის წევრებს დაესხა თავს.

რონალდოს და ნურმაგომედოვის მეგობრობა ინსტაგრამზე დაიწყო "ვიღაცამ მითხრა, რომ რონალდო ინსტაგრამზე 'მაფოლოუერებდა', არ დავიჯერე, შემდეგ შევამოწმე და მართლა ასე იყო."

"მერე მე და ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ მიგვეწერა. საუბარი გავაბით და მერე არ ვიცი რატომ... მკითხა დანა უაითს თუ შეეძლო - ჩემი და რაფაელ დო ანჟოსის ბრძოლის ორგანიზება..."

დოს ანჟოსი და ნურმაგომედოვი, 2014 წელი

"გამიკვირდა და ჩემი და დოს ანჟოსის ბრძოლის სურათები გავუგზავნე... 👍 - ემოჯი გამომიგზავნა" (ნურმაგომედოვს ბრაზილიელი ჯერ კიდევ 2014 წელს ჰყავდა დამარცხებული.)

შემდეგ მოვლენები სწრაფად განვითარდა და ნურმაგომედოვი მადირდში მიიპატიჟეს. რონალდომ იმ მატჩში ჰეთ-თრიკი გაიტანა. მატჩის შემდეგ კი, რონალდომ და ხაბიბმა ფორმა და ფაფახი გაცვალეს.

ნურაგომედოვის დაბრუნება სამშობლოში

ხაბიბი 'ანჟი-არენაზე' შეკრებილ გულშემატკივრებს მიმართავს.

ნურაგომედოვის დაბრუნება სამშობლოში

ხაბიბი ყველგან. მაისურებზე, ბანერებზე, ქურთუკებზე.

ნურაგომედოვის დაბრუნება სამშობლოში

გულშემატკივრებმა ტრიბუნები დატოვეს და სტადიონზე გადავიდნენ

ნურაგომედოვის დაბრუნება სამშობლოში

ასეთი სიტუაცია იყო ტრიბუნებზე.

ნურაგომედოვის დაბრუნება სამშობლოში

ხაბიბი მამასთან ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები