Thumbnail

მებრძოლის სული - იაპონიის ტელევიზიამ ტოჩინოშინზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოქტომბერში NHK-მ ეთერში ლევან გორგაძეზე 49-წუთიანი ფილმი გაუშვა
  • 'მებრძოლის სული' - ტოჩინოშინის 'უცნობ' ცხოვრებაზე მოგვითხრობს
თებერვლამდე გარანტირებული ოძეკობა - 5 ფაქტი აკი ბაშოზე

იაპონურმა ტელევიზია NHK-მ ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) შესახებ დოკუმენტური ფილმი მებრძოლის სული - ყველაფერი მის გულში" გადაიღო.

ეს დოკუმენტური ფილმი ეთერში იაპონიაში ოქტომბრის პირველ დღეებში გავიდა. დოკუმენტური ფილმი 49-წუთიანია და მოგვითხრობს ქართველი ოძეკის ცხოვრებაზე ტოკიოში, როგორ მკურნალობს ის ტრავმებს, როგორ ვარჯიშობს. რა პოპულარობით სარგებლობს იაპონელ გულშემატკივრებში. სად ატარებს ლევან გორგაძე თავისუფალ დროს, ვისთან მეგობრობს, როგორ იწყებოდა მისი, როგორც პროფესიონალი სუმოისტის ცხოვრება... 

დოკუმენტური ფილმი იაპონურ ენაზეა, თუმცა ფილმში ისეთი იშვიათი და ემოციური კადრებია, რომ მისი ნახვა სუმოს ქართველი გულშემატკივრებისთვის თარგმნის გარეშეც არ უნდა იყოს უინტერესო. 

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძე ისტორიაში მესამე ევროპელია, ვინც ოძეკის (ჩემპიონის) რანგი მოიპოვა. 2018 წლის იანვრის ბაშოზე მან იმპერატორის თასი მოიგო, ახლახან, სექტემბრის ბაშოზე კი ქართველმა წარმატებით დაიცვა ოძეკის რანგი და ნოემბერშიც ამ ტიტულით იასპარეზებს წლის უკანასკნელ ბაშოზე. 

კომენტარები

ბოლო ამბები