Thumbnail

ანდრი რაგეტლის პარკური საუკეთესოა, რასაც დღეს ნახავთ

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ანდრი რაგეტლი შვეიცარიელი ფრისტაილერია, რომლის ბოლო ვიდეოებიც ვირუსული გახდა და შესაბამისად, ბევრი პოპულარული სპორტული გამოცემების ყურადღება მიიქცია. თანამემამულე ფაბიან ბიოშის მსგავსად, მას ესკალატორით არ უსარგებლია და არც მოწყენილობისგან გადაღებული ახალი ვიდეო გაუზიარებია...

ბოლო ვიდეოში 20 წლის სპორტსმენს კრიშტიანო რონალდოს საკმაოდ უცნაური მაისური აცვია - პორტუგალიელის რეალის და იუვენტუსის ფორმები რაგეტლის ერთმანეთზე აქვს გადაკერებული. იგი პარკურის ურთულეს ილეთებს დარბაზში, სპეციალურად მოწყობილ წინაღობებზე ასრულებს.

53-წამიანი ვიდეოს გადასაღებად რაგეტლის ამდენივე ცდა დასჭირდა - შედეგი შესანიშნავია.

შვეიცარიელ ფრისტაილერს თავის საკომუნიკაციო არხებზე პარკურის კიდევ ორი ვიდეო აქვს ატვირთული. როგორც ირკვევა, რონალდო მისი საყვარელი ფეხბურთელია. პარკურის ვიდეოების გარდა, რაგეტლის ფესიბუქსა და ინტაგრამზე ჟანრის მოყვარულები კიდევ ბევრ საინტერესო ვიდეოს წააწყდებით.

კომენტარები

ბოლო ამბები