Thumbnail

მილანმა პარი სენ ჟერმენს აჯობა, პაკეტა როსონერიში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
  • Globo-ს ინფორმაციით, ლეონარდომ ტრანსფერის დეტალები უკვე შეათანხმა
  • ფლამენგო პაკეტას სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს

იტალიური მილანის პირველი ტრანსფერი ზამთრისთვის უკვე დაიგეგმა. ‘როსონერი’ ზამთარში ფლამენგოს ფეხბურთელს, ლუკას პაკეტას დაიმატებს და მის სანაცვლოდ 35 მილიონს გადაიხდის.

Globoesporte-ს ინფორმაციით, ფეხბურთელისთვის ორი გუნდი იბრძოდა: პარი სენ ჟერმენი და მილანი. იტალიელებს ახალი სპორტული დირექტორი ლეონარდო დაეხმარათ, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ეს ტრანსფერი და მოლაპარაკებებიც წარმატებით დაასრულა.

ფლამენგოს სპორტული დირექტორი ბრუნო სპინდელი მილანში უნდა ჩავიდეს, რათა ტრანსფერის ბოლო დეტალები დაზუსტდეს. პაკეტა სამედიცინო შემოწმებას მომდევნო კვირაში გაივლის.

მილანს პაკეტას ტრანსფერში 35 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ლუკასმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ორჯერ გამოირჩა საგოლე პასით კოპა ლიბერტადორესზეც. ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი სექტემბერში, სალვადორის ნაკრების წინააღმდეგ შედგა.

კომენტარები

ბოლო ამბები