Thumbnail

ტაივანში პირველი eSports სასტუმრო გაიხსნა და ის მშვენიერია

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • პირველი eSports სასტუმრო ტაივანში გაიხსნა
  • სასტუმროს კორიდორში სათამაშო ქსელია მოწყობილი
  • ექვს კაფსულიანი ოთახები პროფესიონალი მოთამაშეებისთვის იდეალური გარემოა

არავისთვისაა საიდუმლო, რომ eSports-ის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ამ ინფორმაციით შეიარაღებული კომპანიები ახალ ინდუსტრიაში ჩართვას და საკუთარი ბიზნესისადმი ყურადღების მიქცევას ცდილობენ.

ალბათ სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ტაივანური სასტუმროების ქსელი - 168inn, ახალ ლოკაციას, i Hotel-ს ხსნის.  სასტუმროს უმთავრესი სამიზნე აუდიტორია ელექტრონული სპორტის ენთუზიასტები არიან.

პირველი, რასაც სასტუმროში შესვლისთანავე შეამჩნევთ - 12 კაციანი LAN ცენტრია. ქსელი 24 საათი მუშაობს და მისი გამოყენება i Hotel-ის ყველა სტუმარს, სრულიად უფასოდ შეუძლია. კომპიუტერები უახლესი კომპონენტებითაა აწყობილი - I7 პროცესორები და GTX 1080TI გრაფიკული ბარათები ყველა გეიმერის ოცნებაა. თუკი სტუმარს VR (ვირტუალური რეალობა) იზიდავს, ამისთვის i Hotel HTC Vive-ს სთავაზობს.

სასტუმრო უკვე პროფესიონალებმაც მოინახულეს და 'დატესტეს'. Overwatch challengers-ის დაწყებამდე ტაივანს ავსტრალიური Blank Esports ესტუმრა, რომლებმაც i Hotel-ში ორი თვე გაატარეს.

ელექტრონულ სპორტზე მორგებული დიზაინი სასტუმროს კორიდორში არ სრულდება. თითოეულ ორ საწოლიან ოთახში არის ორი კომპიუტერი (პროცესორი - i5, ვიდეო ბარათი - 1060 6GB) და უშველებელი ტელევიზორი, რათა მომხმარებლებმა 'სტრიმებს' კომფორტულად უყურონ. იმისთვის, რომ სტუმრებმა ერთმანეთი არ შეაწუხონ, ოთახებს შორის არის ხმის იზოლაცია.

როგორც ხედავთ, ოთახები საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ ჯერ მხოლოდ სტანდარტული ვარიანტი განვიხილეთ. თუკი კლიენტს სრულად პროფესიონალური გარემო სურს, სასტუმრო მომხმარებელს „კაფსულა ოთახებს“ სთავაზობს. ამ ოთახებში გეიმინგისთვის განკუთვნილი ექვსი კომპიუტერი და ექვსივე დასაძინებელი 'კაფსულაა' განლაგებული.

კაფსულები ექვსივე სტუმრის ინტერესს ითვალისწინებს - თითოეულ მათგანში არის კლიმატ კონტროლი, ხმის იზოლაცია და ტელევიზორი.

შესაძლოა 2018 წელს ტერმინი 'eSports არდადგებები' არ არსებობს, მაგრამ თავად იდეა ძალიან საინტერესოა. მსგავსი სასტუმროები პროფესიონალური გუნდებისთვის ან უბრალოდ ადამიანებისთვის, რომელსაც კომპიუტერული თამაშები უყვარს, შესანიშნავი ადგილია. 

კომენტარები

ბოლო ამბები