Thumbnail
  • 13 ოქტომბერი: საქართველო v ანდორა
  • 16 ოქტომბერი: ლატვია v საქართველო

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის ემზადება. ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს ანდორას უმასპინძლებს, ხოლო 16 ოქტომბერს ლატვიას ესტუმრება. საქართველოს ნაკრებმა სრული, 24-კაციანი შემადგენლობით პირველი ვარჯიში გამართა. ეროვნულ გუნდს ლეგიონერები შეუერთდნენ, მათ შორის ერთი დებიუტანტია, პოლონური არკას შემტევი ნახევარმცველი, ლუკა ზარანდია. ვარჯიშის შემდეგ, ზარანდიამ და გიორგი აბურჯანიამ კომენტარები გააკეთეს...

ლუკა ზარანდია (საქართველოს ნაკრები)
“მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვარ. ყველა ფეხბურთელისთვის ეს დიდი მოტივაციაა. ვეცდები, რომ გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. საქართველოს ნაკრებისთვის ახლა მნიშვნელოვანი ეტაპია, ორი გამარჯვების შემდეგ კარგი სატურნირო მდგომარეობა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ასე გავაგრძელებთ”.

გიორგი აბურჯანია (საქართველოს ნაკრები)
“ერთა ლიგა ორი გამარჯვებით დავიწყეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მთავარ კონკურენტ ყაზახეთთან 5 ქულიანი უპირატესობა გვაქვს. რაც შეეხება ანდორას, მეტოქე ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მათი ბარიერების გადალახვა იოლი არ იქნება. თუმცა ამ ერთკვირიან შეკრებას სწორედ იმისთვის გამოვიყენებთ, რომ მეტოქის წინააღმდეგ სწორი ტაქტიკა შევარჩიოთ და დადებითი შედეგი ვაჩვენოთ”.

ლუკა ზარანდიას პირველი ვარჯიში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში

საქართველოს ნაკრების 24 კაციანი შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, მინსკი, ბელარუსი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი).

ნახერვარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი) გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (სპარტაკ-ტრნავა, სლოვაკეთი).

თავდამსხმელი: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი).

კომენტარები

ბოლო ამბები