Thumbnail

გაუპატიურების საქმე - ლას ვეგასის პოლიცია რონალდოს დაბარებას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელის საქმე სულ უფრო სერიოზული ხდება
  • შესაძლოა ამერიკამ 33 წლის პორტუგალიელის ექსტრადაციაც მოითხოვოს

ლას ვეგასის პოლიცია დასაკითხად ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელის კრიშტიანო რონალდოს დაბარებას აპირებს, რომელსაც ამერიკელი კეტრინ მაიორგი გაუპატიურებას აბრალებს.
 
"საქმის მასალები, რომლებიც 2009 წელს შეგროვდა, არ გამქრალა და აქამდე ჩვენ განკარგულებაშია. ჯერ კიდევ არ ვიცით, როდის მოხდება დაკითხვა, მაგრამ რონალდოსგან ჩვენება აუცილებლად უნდა მივიღოთ. ეს დანაშაულია და ვალდებული ვართ, მოვუსმინოთ ადამიანს, რომელსაც მისი ჩადენა ბრალდება", - აქვეყნებს ლას ვეგასის პოლიციის დეპარტამენტის პრეს-ატაშის ჟაკინტო რივერას ნათქვამს Correio de Manha.

34 წლის ამერიკელმა ქალბატონმა ცოტა ხნის წინ რონალდო გაუპატიურებაში დაადანაშაულა და სასამართლოში უჩივლა. მაიორგი ირწმუნება, რომ ფაქტი ლას ვეგასში 2009 წელს მოხდა. გავრცელდა ცნობა, რომ ქალმა 2010 წელს პორტუგალიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებისგან დუმილის სანცვლოდ 375 ათასი დოლარი მიიღო, თუმცა, სექტემბერში მედიის მეშვეობით ამბავი მაინც გაასაჯაროვა.

კრიშტიანო რონალდო და კეტრინ მაიორგი ლას ვეგასის ბარში

და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი კეტრინ მაიორგის განცხადების საფუძველზე აშშ-ში სისხლის სამართლის საქმე აღიძრება? The Sun დაინტერესდა, მოითხოვს თუ არა ამერიკა სპორტსმენის იტალიიდან ექსტრადირებას.

"ევროპასა და აშშ-ში განსხვავებული წესებია, ამერიკულ ხელისუფლებას შეუძლია რონალდოს ექსტრადირება მოითხოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პორტუგალიაში არ იქნება", - აქვეყნებს გამოცემა იურისტის ემილიო კორტესის ნათქვამს და დასძენს, რომ ექსტრადაციაზე ორდერს ძალა არ აქვს იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც საკუთარ სამშობლოში იმყოფებიან.

თავად 33 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მადრიდის რეალისა და მისი პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მიერ, მის წინააღმდეგ აგორებული შეთქმულების ნაწილია.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • ლაციო
  • ფიორენტინა
  • სხვა კლუბი

კომენტარები

ბოლო ამბები