Thumbnail

გიორგი ლორიას გამო, რუსულ კლუბს ტრანსფერები აუკრძალეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ანჟის ქართველი ფეხბურთელის დავალიანების გასტუმრება მოუწევს
  • ქართველი მეკარე დროებით უკლუბოდაა

გიორგი ლორია ამჟამად უგუნდოდაა და თბილისში ვარჯიშობს, საქართველოს ნაკრების გოლკიპერი ახლახან კრილია სოვოტოვიდან წამოვიდა, თუმცა დავა ანჟისთან აქვს, რომელშიც წინა სეზონში იჯარის წესით თამაშობდა.

ქართველ ფეხბურთელთან დავალიანების გამო ანჟის დროებით ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აუკრძალეს. საქმე რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა პალატამ განიხილა. ანჟის დაევალა ლორიასთვის 2017 წლის ნოემბრის, ასევე 2018 წლის თებერვალ-მაისის სახელფასო დავალიანებისა და დაგვიანების პროცენტების გადახდა. ანჟი სანამ ამ პირობას არ შეასრულებს, მანამდე ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აკრძალული აქვს. 

2017/18 წლების სეზონში ლორიამ 13 მატჩში მიიღო ანჟის მაისურით მონაწილეობა. 

კომენტარები

ბოლო ამბები