Thumbnail

პირველი მედლები ბუენოს აირესში - მსროლელმა მოიპოვა, ძიუდოისტმა გაინაღდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნინო ხუციბერიძის ბრინჯაო ტყვიის სროლაში
  • ილია სულამანიძე (100) ძიუდოს ტურნირის ფინალშია
  • ქართველმა კალათბურთელებმა იორდანია დაამარცხეს

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გრძელდება მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები. ქართულ დელეგაციას პირველი მედალი ტყვიის მსროლელმა ნინო ხუციბერიძემ მოუტანა. 

გოგონებში 10 მეტრის დისტანციიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში ხუციბერიძე მხოლოდ ინდოელ მანუ ბჰაკერს (236.5) და რუს იანა ენინას (235.9) ჩამორჩა. ნინომ ჯამში ჯამში 214.6 ქულა მოაგროვა. 

სულამანიძე ფინალშია

ბრწყინვალედ ჭიდაობს 100 კილოში მონაწილე ძიუდოისტი ილია სულამანიძე, რომელიც ფინალშია გასული და რამდენიმე საათში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

ილიამ სლოვენიელი როკ პოგორევცი, მასპინძელი ხოაკინ ბურგოსი და თურქი ომერ აიდინი დაამარცხა. ფინალში სულამანიძის მეტოქე ყაზახი ბეკარის სადუაკასია. 

მოგება იორდანიასთან

3X3-ზე კალათბურთელთა გუნდმა პირველ მატჩს ვერ მიუსწრო, ამიტომ სლოვენიის ნაკრებთან ტექნიკური მარცხი ჩაეთვალა. ჩვენმა გუნდმა სამაგიეროდ, კარგად ითამაშა მეორე შეხვედრაში და იორდანია 21:4 დაამარცხა. მომდევნო მატჩებს ქართველი კალათბურთელები 13 ოქტომბერს გამართავენ, თურქმენეთისა და ჩინეთის ნაკრებებთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები