Thumbnail
  • მიუნხენელები ხორვატი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებზე ფიქრობენ
  • სამივე სავარაუდო კანდიდატი ფრანგია და სამივე - უმუშევარი

უახლოეს მომავალში მიუნხენის ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდეს. ამის შესახებ Bild იუწყება, რომლის ცნობით, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის ნიკო კოვაჩის შესაცვლელად კანდიდატურების შერჩევა დაიწყო. და ეს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზიდენტი ული ჰიონესი ირწმუნებოდა, ახლო მომავალში ხორვატი სპეციალისტის გათავისუფლება არ იგეგმებაო.

ბაიერნის მოკლე ჩამონათვალში ერთბაშად სამი ფრანგი მწვრთნელია, რომლებიც ამჟამად უსაქმოდ არიან. ესენია: ზინედინ ზიდანი, ლორან ბლანი და არსენ ვენგერი

ზინედინ ზიდანს მანჩესტერ იუნაიტედში ჟოზე მოურნიოს შემცლელადაც განიხილავდნენ

ზიდანმა გაზაფხულზე რეალი დატოვა, ვენგერმა - არსენალი, ბლანის ბოლო კლუბი კი პარი სენ-ჟერმენი იყო, რომელსაც 2016 წლამდე წვრთნიდა.

არსენ ვენგერის მიწვევაზე იაპონიის ნაკრებსა და ჩინურ კლუბებში ფიქრობდნენ 
52 წლის ლორან ბლანს საფრანგეთის საზღვრებს გარეთ მწვრთნელად არასდროს უმუშავია

ბაიერნმა ბუნდესლიგის ბოლო სამი შეხვედრიდან ფრედ ერთი (აუგსბურგთან 1:1) დაასრულა, ორი კი წააგო (ჰერტასთან 0:2, გლადბახთან 0:3), რის გამოც 7 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილამდე დაქვეითდა. რეკორდმაისტერმა შუალედში ჩემპიონთა ლიგაშიც ფრედ ითამაშა აიაქსთან (1:1).

46 წლის ნიკო კოვაჩმა მიუნხენის ბაიერნი სეზონის წინ, გუნდიდან იუპ ჰაინკესის წასვლის შემდეგ ჩაიბარა. ხორვატი სპეციალისტი მანამდე ფრანკფურტის აინტრახტს წვრთნიდა.

გამოკითხვა

ვინ გახდება ბუნდესლიგის ბომბარდირი?

  • რობერტ ლევანდოვსკი
  • მარკო როისი
  • ტიმო ვერნერი
  • კევინ ფოლანდი
  • მარიო გომესი
  • ანდრეი კრამარიჩი
  • სანდრო ვაგნერი
  • სხვა ფორვარდი

კომენტარები

ბოლო ამბები