Thumbnail
  • სან ხოსე ოფიციალურად გამოაცხადებს მატიას ალმეიდას დანიშვნას
  • მთავარი მწვრთნელი თუ ტექნიკური დირექტორი?

წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი მატიას ალმეიდა რამდენიმე საათში სან ხოსე ერზკვეიკს ჩაიბარებს, MLS-ის აუტსაიდერ გუნდს, სადაც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ.

სან ხოსეს ტვიტერზე უკვე დაიდო ალმეიდას ფოტო (ზურგით) ერთადერთი წარწერით - "ხვალ".
ზოგიერთი წყაროს (goal.com) მტკიცებით, ალმეიდა კლუბში არა მთავარი მწვრთნელი, არამედ, ტექნიკური დირექტორი იქნება. რივერ პლეიტის, ბანფილდისა და გვადალახარას ყოფილ მწვრთნელს, მექსიკის ეროვნული ნაკრების ჩაბარებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. 

ფეხბურთელობისას 44 წლის ალმეიდას ევროპაში ხუთ კლუბში (სევილია, ლაციო, პარმა, ინტერი, ბრეშა) უთამაშია. ის რივერ პლეიტის აღზრდილია და პროფესიული კარიერაც რივერში დაიწყო და იქვე დაასრულა 2011 წელს. არგენტინის ნაკრებში ჩამშლელ ნახევარმცველს 35 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. 

სან ხოსე დასავლეთ კონფერენციაში ბოლო, მე-12 ადგილზეა, გუნდმა ზედიზედ 6 მატჩი დათმო ბოლოს. სან ხოსეს დროებით სტივ რალსტონი ხელმძღვანელობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები