ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავისი კლასი საქართველოს ჩემპიონატშიც დაამტკიცა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყო.
  • საქართველოს ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი, თორნიკე ნაგლიაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი გახდნენ.
  • 28 დეკემბერს ტატამს ავთანდილ ჭრიკიშვილი უბრუნდება.

27-28 დეკემბერს ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ასპარეზობის პირველ დღეს ჩემპიონები სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდა - 60-ში, 66-ში და 73 კილოგრამში. 

60 კგ. 

ყველაზე მსუბუქ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი ლუხუმ ჩხვიმიანი გახდა, რომელმაც ფინალში ლაშა ჩადუნელს აჯობა. ბრინჯაოს მედლები ამირან დარბაისელმა და თემურ ნოზაძემ მოიპოვეს. 

66 კგ.

ფინალში თორნიკე ნაგლიაშვილმა ზვიად ხუბულურს აჯობა და მარგველაშვილის არყოფნაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. კვარცხლბეკზე ავიდნენ: ლაშა გიუნაშვილი და ნიკო ჭიკაიძე.

თორნიკე ნაგლიაშვილი საქართველოს ჩემპიონია

73 კგ. 

საქართველოს ჩემპიონი ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებული ლაშა შავდათუაშვილი გახდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი კლასი. მეორე ადგილზე ზვიად კაპანაძე გავიდა. ბრინჯაოს მედლები ფრიდონ გიგანმა და ომარ ნიაზაშვილმა მოიპოვეს.

დღეს 4 წონით კატეგორიაში გაიმართება ტურნირი, ტრავმის მერე ტატამს ავთანდილ ჭრიკიშვილი უბრუნდება

კომენტარები

ბოლო ამბები