Thumbnail
  • France Football-მა "ოქროს ბურთის" 30 პრეტენდენტი გამოაცხადა
  • წლის საუკეთესო ფეხბურთელს დეკემბერში დააჯილდოებენ

ჟურნალმა France Football-მა 2018 წლის "ოქროს ბურთის" 30 პრეტენდენტის ვინაობა დაასახელა. გამოცემა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრემიაზე წარდგენილ მოთამაშეებს დღის განმავლობაში, ეტაპობრივად აქვეყნებდა.

პირველი 5 პრეტენდენტი

1. სერხიო აგუერო (მაჩესტერ სიტი)
2. ალისონი (ლივერპული)
3. გარეთ ბეილი (რეალი)
4. ქარიმ ბენზემა (რეალი)
5. ედინსონ კავანი (პსჟ)

მეორე ხუთეული

6. ტიბო კურტუა (ჩელსი)
7. კრიშტიანო რონალდო (იუვენტუსი)
8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
9. რობერტო ფირმინო (ლივერპული)
10. დიეგო გოდინი (ატლეტიკო).

მესამე ხუთეული

11. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო)
12. ედენ აზარი (ჩელსი)
13. ისკო (რეალი)
14. ჰარი კეინი (ტოტენჰემი)
15. ნ’გოლო კანტე (ჩელსი)

მეოთხე ხუთეული

16. ლიონელ მესი (ბარსელონა)
17. ლუკა მოდრიჩი (რეალი)
18. ნეიმარი (პსჟ)
19. იან ობლაკი (ატლეტიკო)
20. პოლ პოგბა (მანჩესტერი)

მეხუთე ხუთეული

21. მარსელო (რეალი)
22. სადიო მანე (ლივერპული)
23. კილიან მბაპე (პსჟ)
24. უგო ლორისი (ტოტენჰემი)
25. მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი)

მეექვსე ხუთეული

26. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
27. ლუის სუარესი (ბარსელონა)
28. რაფაელ ვარანი (რეალი)
29. ივან რაკიტიჩი (ბარსელონა)
30. სერხიო რამოსი (რეალი)

ფეხბურთელთა სრული სია ასე გამოიყურება 

ჟურნალმა France Football-მა ჯილდო "ოქროს ბურთი" 1956 წელს დააწესა და მისი პირველი მფლობელი ინგლისელი ფეხბურთელი სტენლი მეთიუზი გახდა.

"ოქროს ბურთის" სარეკორდო რაოდენობას (5-5) ბარსელონას არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელ მესი და იუვენტუსის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ფლობენ. ბოლოს ჯილდო კრიშტიანო რონალდომ მიიღო.

წელს პირველად, France Football "ოქროს ბურთს" საუკეთესო ქალ ფეხბურთელსაც გადასცემს, ასევე დააჯილდოებს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს.

კომენტარები

ბოლო ამბები