Thumbnail

'ოქროს ბურთი? რატომაც არა?' - კილიან მბაპე ჯერ ტყავის ბურთით ამაყობს

  • პსჟ-ის თავდამსხმელმა ლიონთან შესრულებული პოკერის შემდეგ კომენტარი გააკეთა
  • 19 წლის ფეხბურთელმა "ოქროს ბურთსა" და ნეიმარის მდგომარეობაზე ილაპარაკა
  • კილიან მბაპე "ოქროს ბურთის" მიღებამდე პსჟ-ლიონის მატჩის ბურთით ამაყობს 

პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ, რომელმაც საფრაგენთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ლიონთან პოკერი შეასრულა (5:0), მომავალში "ოქროს ბურთის" მიღების პერსპექტივაზე ილაპარაკა. საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონმა პსჟ-ში თანაგუნდელ ნეიმარზეც ილაპარაკა.

19 წლის თავდამსხმელმა ლიონს ოთხი გოლი დროის 13-წუთიან მონაკვეთში გაუტანა, რაც ლიგა 1-ში რეკორდია.  ამასთან, მბაპე გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მათ შორის, ვისაც საფრანგეთის ჩემპიონატში პოკერი შეუსრულებია.  თამაშის შემდეგ ფეხბურთელმა ბურთი სამახსოვროდ დაიტოვა, ზედ ავტოგრაფები პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმაც დატოვეს.

"ოქროს ბურთი? რატომაც არა? არაფერს გამოვრიცხავ. გავაგრძელებ თამაშს და პროგრესზე ზრუნვას. თუკი ადრე თუ გვიან მას მივიღებ, ესე იგი, ასე ყოფილა საჭირო, მაგრამ თუ ვერ მივიღებ, არც ეს იქნება პრობლემა.

რაც შეეხება ნეიმარს, ის დიდებული ფეხბურთელია და ეს ყველამ იცის. მას ჰქონდა რთული პერიოდი, ახლა კი აჩვენებს, რომ დაძლია ის. ნეიმარი მზადაა, გამოვიდეს მოედანზე და გაიმარჯვოს", - აქვეყნებს მბაპეს ნათქვამს FourFourTwo.

"ოქროს ბურთის" 30 ნომინანტს ჟურნალი France Football უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს. დაჯილდოების ცერემონიალი კი დეკემბერში გაიმართება.

საფრანგეთის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 5 შეხვედრაში კილიან მბაპე 8 გოლითა და 3 საგოლე პასით გამოირჩა.

გამოკითხვა

ვინ გახდება საფრანგეთის ჩემპიონატის ბობმარდირი?

  • ედინსონ კავანი
  • ნეიმარი
  • კილიან მბაპე
  • მარიანო დიაზი
  • ფალკაო
  • მემფის დეპაი
  • ნაბილ ფეკირი
  • სხვა ფეხბურთელი

კომენტარები

ბოლო ამბები