Thumbnail

1. ჩოგბურთი | ბასილაშვილის ტრიუმფი ჩინეთში

ახლა უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2018 წელი ქართული ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა! გერმანიის ღია პირველობის მოგებისა და აშშ-ის ღია პირველობის მერვედფინალში გასვლის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა CHINA OPEN მოიგო! საქართველოს პირველმა ჩოგანმა ფინალში მსოფლიოს მე-4 ჩოგანი, არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო 6:4, 6:4 დაამარცხა!

📺მატჩის მიმოხილვა და საუკეთესო მომენტები 

📰 დელ პოტროს და ნიკას კომენტარები

2. UFC | ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის სკანდალური ჩხუბი

კვირას, მთელი სპორტული სამყარო კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის სკანდალურ ჩხუბზე ლაპარაკობდა. ირლანდიელი დამარცხდა, მაგრამ ეს ამბავი ზღვაში წვეთია იმასთან, რაც ბრძოლის დასრულების შემდეგ მოხდა.

📰📺 ყველა სიახლე, რაც ამ ჩხუბზე უნდა ნახოთ

3. NBA | კალათბურთელებმაც იჩხუბეს!

ჯერ NBA-ს რეგულარული სეზონიც კი არ დაწყებულა, ბოსტონსა და კლივლენდს შორის სიძულვილი კი უკვე პლეი ოფის დონეზეა. “მოსისხლე მტრების” წინასასეზონო მატჩში, რომელიც კავალიერსმა 113:102 მოიგო, ვითარება არაერთხელ დაიძაბა, პირველი დაპირისპირება კი პირველივე მეოთხედში, 3 წუთისა და 38 წამის შემდეგ მოხდა. ჩხუბი ბოსტონელი მარკუს სმარტის გაძევებით დასრულდა, მაგრამ გაგრძელება აუცილებლად იქნება! 📰📺 ვრცლად

 

4. რეალი | სერხიო რამოსი კრიზისზე

რეალმა ზედიზედ მეოთხე ოფიციალური მატჩი ვერ მოიგო. უფრო მეტიც: მადრიდულ გრანდს გოლები ვეღარ გააქვს. სევილიასთან 0:3, ატლეტიკოსთან 0:0, ცსკა-სთან 0:1 და ახლა ალავესთან 0:1 - მადრიდში განგაშის ზარებს შემოჰკრეს! ხულიენ ლოპეტეგის გუნდს თამაში 22 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია და გოლი ვერ გააქვს. ასე ცუდად რეალს საქმე ბოლოს 1985 წელს ჰქონდა. მიუხედავად ამისა, კაპიტანი სერხიო რამოსი მწვრთნელს იცავს. 📰ვრცლად

5. ფორმულა 1 | ჰემილტონი თითქმის ჩემპიონია!

სებასტიან ფეტელმა იაპონიის გრანპრიზე უამრავი შეცდომა დაუშვა და ჩემპიონობის შანსი, ფაქტობრივად, საბოლოოდ დაკარგა. ლუის ჰემილტონმა კი კიდევ ერთი აბსოლუტურად დამაჯერებელი და დამსახურებული გამარჯვება იზეიმა და მეხუთე ტიტული თითქმის გაინაღდა. 📰ვრცლად

კომენტარები

ბოლო ამბები