Thumbnail
  • ბექა გორგაძის სადებიუტო ლელო TOP 14-ში
  • გიორგი ცუცქირიძის ლელო მონტობანთან
  • ოთარ გიორგაძის ლელო ანგულემთან

TOP 14-სა და PRO D2-ში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა და სამი ქართული ლელოც დაიდო.

ბექა გორგაძემ TOP 14-ში სადებიუტო ლელო დადო. ქართველი მორაგბის ბორდო გასვლაზე გრენობლთან დამარცხდა - 28:25. გორგაძემ 48-ე წუთზე გამოიჩინა თავი.

PRO D2-ში გიორგი ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ორიაკმა მონტობანს 28:25 მოუგო. ცუცქირიძემ მატჩის 19-ე წუთზე შეძლო ლელოს დადება. ორიაკს 13 ქულა აქვს და PRO D2-ში მე-12 ადგილს იკავებს.

ოთარ გიორგაძისა და ვასილ ლობჟანიძის ბრივმა შალვა სუთიაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის ანგულემს 31:18 მოუგო.

ოთარ გიორგაძემ მატჩის პირველი ლელო მე-10 წუთზე დადო და მასპინძლები დააწინაურა. ბრივი 23 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ანგულემი კი მე-7 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები