Thumbnail

ბენფიკამ კლასიკო მოიგო - კასილასმა პორტო ვერ გადაარჩინა

  • ბენფიკა 1:0 პორტო
  • ლისაბონელები ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადავიდნენ

პორტუგალიის ჩემპიონატში მე-7 ტურის მატჩები გაიმართა. ბენფიკას 'და ლუჟზე' პორტო ესტუმრა და 1:0 დამარცხდა. ო კლასიკო, როგორ ამ დაპირისპირებას ეწოდება, დაძაბული გამოდგა. მატჩის მთავარმა მსაჯმა ფეხბურთელებს 9 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე გავიდა. ჰარის სეფეროვიჩმა პიცის გადაცემით ისარგებლა და იკერ კასილასს ახლო მანძილიდან გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ბენფიკას მწვრთნელს რუი ვიტორიას პორტოსთან ამ მატჩამდე ოფიციალური შეხვედრა მოგებული არ ჰქონდა.

რუი ვიტორიას შედეგი პორტოსთან მოგებულ მატჩამდე - 15 შეხვედრაში 6 ფრე და 9 მარცხი

ბენფიკას 17 ქულა დაუგროვდა და ბრაგასთან ერთად ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. პორტო 15 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები