Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის გამარჯვებულია
  • ქართველმა მსოფლიოს მე-4 ჩოგანი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა
  • არგენტინელის და ნიკას კომენტარები ფინალის შემდეგ

ჩინეთის ღია პირველობის ფინალის შემდეგ, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში, 6:4, 6:4 მოუგო (მან პირველად დაამარცხა საუკეთესო ათეულის წარმომადგენელი), მსოფლიოს მე-4 ჩოგანმა არგენტინელმა ქართველი შეაქო. დელ პოტროს თქმით, ბასილაშვილი ფინალში მასზე უკეთესი იყო და ეს ტრიუმფი დაიმსახურა. არგენტინელმა ქართველს ძალიან მაგარი ჩემპიონი უწოდა.

► “ამ მატჩის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთე, ბოლომდე ვიბრძოლე, მაგრამ დავმარცხდი. თქვენ ძალიან მაგარი ჩემპიონი გყავთ! დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უბრალოდ ბრწყინვალე იყო. რიგ მომენტებში ის ნამდვილად ჩემზე უკეთესი იყო და ეს წარმატება დაიმსახურა. დიდი მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს და გულშემატკივრებს - მათ მხარდაჭერას მთელი ტურნირის განმავლობაში ვგრძნობდი!” - განაცხადა ფინალის შემდეგ დელ პოტრომ.

► “პირველ რიგში, მინდა დელ პოტროს მიმართ ჩემი პატივისცემა გამოვხატო. ჩემთვის მის წინააღმდეგ თამაშს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და მართლაც ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ასევ უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელს, იან დე ვიტს, რომელსაც ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. მინდა ვთქვა, რომ პირველივე დღიდან ფინალის ჩათვლით, ეს მართლაც ზღაპრულად ორგანიზებული ტურნირი იყო, რის გამოც ორგანიზატორები და სპონსორებიც მადლობას იმსახურებენ,” - ეს ბასილაშვილის სიტყვებია, რომელმაც კომენტარის ბოლოს მადლობას ყველას ჩინურ ენაზე გადაუხადა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები