Thumbnail

'კარგი ბრძოლა იყო' - მაკგრეგორი უკვე რემატჩისთვის ემზადება!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 'მე დავბრუნდები' დაწერა ირლანდიელმა
  • როგორც კონორი ტვიტერზე წერს, უკვე რემატჩისთვის ემზადება...

დღეს კონორ მაკგრეგორი - 2 წონაში მსოფლიოს ჩემპიონი მებრძოლი, კარიერაში მეორედ - ხაბიბ ნურმაგეომედოვის წინააღმდეგ მეოთხე რაუნდში დამარცხდა. ირლანდიელმა მებრძოლმა, იგივე მეთოდით წააგო, როგორც ნეიტ დიასთან - 2016 წელს - კისრის მოგუდვის შემდეგ დანებდა.

თუმცა დიასთან რემატჩი მაკგრეგორის გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლის შემდეგ რამდენიმე საათში, ირლანდიელმა ჯერ ინსტაგრამზე სურათი განათავსა წარწერით 'მე დავბრუნდები', ხოლო შემდეგ ტვიტერზეც დაწერა, რომ რემატჩის მოლოდინშია.

გონგიდან მალევე, ხაბიბ ნურმაგომედოვი ოქტაგონიდან გადახტა და მაკგრეგორის გუდნის წევრებს თავსდაესხა, ხოლო მისი გუნდის წევრები, ოქტაგონზე გადაძვრნენ და ზურგით მდგარ კონორ მაკგრეგორის ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ნურმაგომედოვმა ბრძოლის შემდეგ ამ ინციდენტზე ბოდიში მოიხდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ბრძოლამდე მაკგრეგორის საქციელებმა გამოიწვია. ირლანდიელის მოთხოვნით კი ხაბიბის გუნდის 3 დაკავებული წევრი პოლიციამ გაათავისუფლა, მებრძოლი ჩხუბის დასრულების შემდეგ სცენებში არავის ადანაშაულებს.

კომენტარები

ბოლო ამბები