Thumbnail

მაკგრეგორის მოთხოვნით, პოლიციამ ხაბიბის გუნდის 3 დაკავებული წევრი გაათავისუფლა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დიდი ბრძოლის შემდეგ ხაბიბის გუნდიდან 3 პირი დააკავეს
  • თუმცა ირალდნიელი მებრძოლი მათ არაფერში არ ადანაშაულებს...

დღეს, ლას ვეგასში კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა და მსუბუქი წონის ქამარი ვერ დაიბრუნდა. დიდი ბრძოლის შემდეგ სამარცხვინო ფაქტების მთელ სერიას ჰქონდა ადგილი, ყველაფერი ნურმაგომედოვის საქციელს მოჰყვა.

დაღესტნელი მებრძოლი ოქტაგონიდან გადახტა და კონორ მაკგრეგორის გუნდის წევრებს თავს დაესხა. ხოლო მისი გუნდის 3 წევრი ოქტაგონზე ავიდა და ზურგით მდგას კონორ მაკგრეგორის ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"კონორი ბრძოლის შესახებ წუხს..." ამბობს დანა უაითი. "რაც შემდეგ მოხდა, იმაში არავის ადანაშაულებს და არც ხაბიბის გუნდის წევრებისადმი აქვს პრეტენზია. შესაბამისად, სამივე მათგანი პოლიციამ გაათავისუფლა."

"რა მოჰყვება მათ საქციელს? ვიზები შეუჩერდებათ, ხაბიბი კი ფულად ჯარიმას გადაიხდის, შეიძლება რაღაც პერიოდი დისკვაფლიფიკაციაც მიიღოს. არაფერს გამოვრიცხავ, ყველაფერს ნევადის შტატის სპორტული კომისია იძიებს."

კომენტარები

ბოლო ამბები