Thumbnail

სუპერსაჯარიმო მე-100 წუთზე! ხარაიშვილმა გიოტებორგი იხსნა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი ხარაიშვილს შესანიშნავი სეზონი აქვს შვედეთში
  • 25 წლის ქართველის მე-7 გოლი სეზონში

შვედეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში გიორგი ხარაიშვილის გიოტებორგი შინ აუტსაიდერ ტრელებორგთან წაგებისგან ქართველმა ლეგიონერმა იხსნა - 2:2. სტუმრები 2:1-ს იგებდნენ, როცა მსაჯმა მე-5 კომპენსირებულ წუთზე მათ იოვანოვიჩი გაუძევა. გიოტებორგმა მე-100 (!) წუთზე გაათანაბრა - ეს საჯარიმო დარტყმით 25 წლის ხარაიშვილმა შეძლო.

ხარაიშვილს გიოტებორგში სუპერსეზონი აქვს - 22 მატჩში მან 7 გოლი გაიტანა. ტრელებორგთან თამაშში მან შეუცვლელად ითამაშა მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. გიოტებორგი 25 ქულით მე-12 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები