Thumbnail

ბასილაშვილმა ედმუნდი დაამარცხა! ნიკა CHINA OPEN-ის ფინალში დელ პოტროს შეხვდება 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6, 6:4 კაილ ედმუნდი
  • პეკინის ტურნირის ფინალში ბასილაშვილი დელ პოტროს ხვდება

პეკინში CHINA OPEN-ზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა (34) მე-5 ნომრად განთესილი ბრიტანელი კაილ ედმუნდი (16) დაამარცხა 7:6 (8:6), 6:4 და ტურნირის ფინალში გავიდა. 

ჩოგბურთელებმა ნერვიულად დაიწყეს, ჯერ ედმუნდმა დაკარგა თავისი მოწოდება, შემდეგ ბასილაშვილმა. ამის შემდეგ სეტი ქულა-ქულაში წავიდა, ხოლო 5:4-ზე ქართველმა ორი სეტპოინტი გადაარჩინა, შემდეგ კი თავად ჰქონდა სეტის მოგების შანსი, მაგრამ საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, რომელიც ნიკამ 8:6 მოიგო. 

მეორე სეტში ბასილაშვილის უპირატესობა აშკარა იყო, მან მალევე აართვა მეტოქეს მოწოდება და 3:0 დაწინაურდა. 5:2-ზე მას მატჩ პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.

ნიკამ პეკინში ზედიზედ 4 მეტოქე დაამარცხა

შემდეგ კი ბასილაშვილს მატჩზე უნდა ჩაეწოდებინა, მაგრამ საკუთარი მოწოდება დათმო. საბედნიეროდ, ნიკა მალევე მოეგო გონს და ედმუნდის მოწოდებაც მოიგო და მატჩიც. ეს ამ ჩოგბურთელების მესამე დაპირისპირება იყო, ბასილაშვილმა პირველად შეძლო გამარჯვება.

ფინალში ბასილაშვილი პირველ ნომრად განთესილ არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროს (4) შეხვდება, რომელიც იქ უბრძოლველად გავიდა, ფაბიო ფონინი (13) არ გამოუცხადდა.  

ATP World Tour 500-ის ტურნირის ფინალში გასვლით ბასილაშვილმა 300 სარეიტინგო ქულა და 359 ათასი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. 

კომენტარები

ბოლო ამბები