Thumbnail
  • ტურინის იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელის ეჭვები
  • ფიფას წლის ფეხბურთელი, წითელი ვალენსიასთან, გაუპატიურების ბრალდება...

იუვენტუსისა და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მოქმედებს, რომლის უკან მისი ყოფილი კლუბი დგას. ამის შესახებ La Repubblica იუწყება, რომლის ცნობით, რეალსა და პორტუგალიელ ფეხბურთელს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ შარშან დეკემბერში გაფუჭდა.

კრიშტიანო დარწმუნებულია, რომ იუვენტუსში მისი გადასვლის შემდეგ, მადრიდული კლუბი და პირადად მისი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, ყველანაირად ცდილობენ, ზიანი მიაყენონ მას. რონალდო იმასაც ფიქრობს, რომ მისი ვერმოხვედრა პრესტიჟული ჯილდოების გამარჯვებულთა შორის,  გაუპატიურებაში ბრალდება, წითელი ბარათი ვალენსიასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში და ზოგიერთი პირადი სპონსორის უცნაური ქცევა - ეს ყველაფერი იმ შეთქმულების შედეგია, რომლის უკან რეალი და პერესი დგანან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ამერიკელმა კეტრინ მაიორგმა პრესის მეშვეობით კრიშტიანოს გაუპატიურებაში ბრალი დასდო და სასამართლოში უჩივლა. როგორც ქალი აცხადებს, ფაქტი 2009 წელს, ლას ვეგასში მოხდა. 

კრიშტიანო რონალდო ტურინის იუვენტუსში ამ ზაფხულს, მადრიდის რეალიდან 112 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები