Thumbnail
  • მალაღურაძის და ცნობილაძის ლელოებმა კრასნი იარს ვერ უშველა
  • ენისეიმ რუსეთის ჩემპიონობა ზედიზედ მესამე მოიპოვა

რუსეთის ჩემპიონატის ფინალის საპასუხო შეხვედრაში, დავით კაჭარავასა და მიხეილ გაჩეჩილაძის ენისეიმ ლაშა მალაღურაძისა და გიორგი ფრუიძის კრასნი იარს უმასპინძლა და 12:14 დამარცხდა.

კაჭარავა მატჩს ტრავმის გამო ტოვებდა. სტუმართა მხრიდან ლელოები ვალერი ცნობილაძემ და ლაშა მალაღურაძემ გაიტანეს, მალაღურაძემ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა, მაგრამ კრასნი იარს ქართველი მორაგბის ქულები ტიტულის მოსაგებად არ ეყო. ენისეიმ პირველ მატჩში 25:16 იმარჯვა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ორი მატჩის ჯამში 37:30, ენისეის სასარგებლოდ.

ენისეი რუსეთის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა.

ენისეიმ რუსეთის ჩემპიონობა მეცხრედ მოიპოვა.

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები