Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:2, 6:2 მალეკ ჯაზირი
  • ბასილაშვილის მეტოქე ნახევარფინალში ბრიტანელი ედმუნდია

პეკინში, ATP World Tour 500-ის ტურნირზე შესანიშნავად ასპარეზობს საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი - ქართველმა ჩოგბურთელმა ტუნისელი მალეკ ჯაზირი (61) 6:2, 6:2დაამარცხა და CHINA OPEN-ის ნახევარფინალშია!

ბასილაშვილმა გამარჯვებას ალექსანდერ ზვერევის მომგებ ჯაზირისთან ძალზე იოლად მიაღწია - სულ საათი და 9 წუთი დახარჯა. ნახევარფინალში ნიკას მეტოქე მე-5 ნომრად განთესილი ბრიტანელი კაილ ედმუნდია (16). ედმუნდს ბასილაშვილი ორჯერ შეხვდა და ერთხელ 4 სეტში, წლეულს ავსტრალიის ღია პირველობაზე ხუთ სეტში დამარცხდა. 

ჩინეთის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 3.4 მილიონი დოლარია. ნახევარფინალში გასვლისთვის ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა და 180 900 დოლარი მიიღო. 

კომენტარები

ბოლო ამბები