Thumbnail

ზაზა ფაჩულიამ თბილისის დინამო და კლუბის საწვრთნელი ბაზა იყიდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 8 წლის განმავლობაში დანამოს საქართველოს ბანკი პატრონობდა
  • ზაზა ფაჩულიას საქართველოში საკალათბურთო აკადემიაც აქვს

როგორც ინტერპრესნიუსი იუწყება, საკალათბურთო კლუბი თბილისის დინამო და მისი საწვრთნელი ბაზა ქართველმა სპორტსმენმა, NBA-ის კლუბ დეტროიტ პისტონსის კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ შეიძინა. იქამდე, 8 წლის განმავლობაში კლუბს საქართველოს ბანკი პატრონობდა. აღნიშნულ თემაზე კომენტარებიც გავრცელდა…

ზაზა ფაჩულია (ქართველი კალათბურთელი)
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმ მხარდაჭერისთვის რაც ამდენი წლის განმავლობაში განახორციელეს საკალათბურთო კლუბ დინამოს განვითარებისთვის. აღსანიშნავია საქართველოს ბანკის წვლილი ზოგადად სპორტის და კალათბურთის ხელშეწყობაში. საკალათბურთო კლუბ დინამოს საწვრთნელ ბაზასთან ერთად ფლობა მოგვცემს საშუალებას ჩვენ ყველანი ერთად, თავდაუზოგავი შრომით შევეცადოთ, კიდევ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, პროფესიონალ კალათბურთელებად აღვზარდოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს ბანკს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უწევდა პატრონაჟს ამ გუნდს“.

კახა კიკნაველიძე (საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი)
„მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ამ ნაბიჯით ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში სპორტის, კონკრეტულად კი კალათბურთის განვითარებაში. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ გუნდი საწვრთნელ ბაზასთან ერთად წარმატებული ქართველი კალათბურთელის, ზაზა ფაჩულიას საკუთრებაში გადავიდა. საკალათბურთო გუნდ დინამოს საწვრთნელი ბაზისთვის პროფილის შენარჩუნება მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივით მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენდა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ზაზა ფაჩულიას და საკალათბურთო კლუბ დინამოს“.

კომენტარები

ბოლო ამბები