Thumbnail

ჭადრაკი | საქართველოს ქალთა პირველი ნაკრების დასანანი ფრე ჩეხეთთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადის მე-10 ტური გაიმართა
  • ქართული გუნდების შედეგები და შეფასება

ბათუმის სპორტის სასახლეში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის დასრულებამდე ერთი ტური დარჩა. ჯერ კიდევ ინარჩუნებს მედლების მოპოვების შანსს საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები, სხვა ქართული გუნდების გამოსვლა კი შეგვიძლია უკვე შევაჯამოთ. ქალთა და ვაჟთა მეორე და მესამე ნაკრებებს წარუმატებლად ნამდვილად არ უთამაშიათ, განსაკუთრებით კი ეს ვაჟთა მესამე გუნდზე ითქმის, რომელიც 20-წლამდე ნაკრების მოჭადრაკეებით არის დაკომპლექტებული. ყველაზე დიდი მოლოდინი ქალთა მეორე გუნდისგან იყო, რომელიც პირველი ნაკრების პოტენციური წევრებით არის დაკომპლექტებული. მეთოთხმეტედ განთესილმა გუნდმა მეტნაკლები წარმატებით ითამაშა, მე-10 ტურში კი საკმაოდ ძლიერ იტალიას 2.5:1.5 მოუგო.

საქართველოს ვაჟთა მთავარ ნაკრებს ოლიმპიადის წინ საკმაოდ ძლიერი ბულგარელი მოჭადრაკე ივან ჩეპარინოვი დაემატა. ნინო გურიელის გუნდმა ბევრი გაუთვალისწინებელი ქულა დაკარგა და სასურველი შედეგის ჩვენება ვერ შეძლო. მე-14 განთესვის მქონე ვაჟებისთვის ათეულში შესვლა კარგი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოხერხდა.

მე-10 ტურში ყველაზე დიდ ინტერესს საქართველოს ქალთა ნაკრების თამაში იწვევდა, რომელიც 26-ე განთესვის მქონე ჩეხეთს დაუპირისპირდა და ფავორიტიც იყო, თუმცა მხოლოდ 2:2-ს დასჯერდა და მედლების მოპოვების შანსი მკვეთრად შეიმცირა. კონკურენტების წაფორხილების და სასურველი კენჭისყრის შემდეგ ქართულ გუნდს საჩემპიონო შანსიც კი გაუჩნდა, მაგრამ ელიზბარ უბილავას გუნდმა ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით მოიგეს, მაგრამ ნინო ბაციაშვილი და მერი არაბიძე დამარცხდნენ. ერთი ყაიმი და საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები ჰაერივით საჭირო გამარჯვებას მოიპოვებდა, თუმცა საბოლოოდ ფრე, 2:2 დაფიქსირდა. ქალთა მესამე ნაკრები 2:2-ს დასჯერდა ესტონეთთან. ვაჟთა მთავარმა ნაკრებმა ასევე 2:2 ითამაშა ეგვიპტესთან. მეორე გუნდი ანალოგიურ ანგარიშზე შეუთანხმდა არგენტინას. მესამე ნაკრებმა კი ირანთან შეხვედრა 1.5:2.5 დათმო.

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - ჩეხეთი 2:2
1. ნანა ძაგნიძე - კაროლინა ოლსაროვა 1:0 
2. ნინო ბაციაშვილი - ჟოანა ვორეკი 0:1 
3. ბელა ხოტენაშვილი - კრისტინა პეტროვა 1:0 
4. მერი არაბიძე - კრისტინა ნოვოსადოვა 0:1

საქართველოს მეორე ნაკრები - იტალია 2.5:1.5
1. ინგა ჭარხალაშვილი - ოლგა ზიმინა 0.5:0.5 
2. სოფიო გვეტაძე - დესირე დი ბენედეტო 1:0 
3. სოფიკო ხუხაშვილი - მარინა ბრუნელო 0:1 
4. მირანდა მიქაძე - დანიელა მოვილეანო 1:0

საქართველოს მესამე ნაკრები - ესტონეთი 2:2
1. ნინო ხომერიკი - მაი ნარვა 0:1 
2. მარიამ ჯანიაშვილი  - მარგარეთ ოლდე 0.5:0.5 
3. ლილე ქორიძე - მონიკა ციგანოვა 0.5:0.5 
4. თამარ ესაძე - თრიინ ნარვა 1:0 

ვაჟები 

საქართველოს პირველი ნაკრები - ეგვიპტე 2:2
1. ბაადურ ჯობავა - ბასიმ ამინი 0:1
2. მიხეილ მჭედლიშვილი - ამედ ადლი 0.5:0.5 
3. ივან ჩეპარინოვი - ადჰამ ფავზი 0.5:0.5 
4. დავით ჯოჯუა - სამეჰ სადეკი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - არგენტინა 2:2
1. ლუკა პაიჭაძე - სანდრო მარსელო 1:0 
2. დავით მაღალაშვილი - დიეგო ფლორესი 0.5:0.5
3. თორნიკე სანიკიძე - ფერნანდო პერალტა 0:1 
4. გიგა ყუფარაძე - ფედერიკო პონცა პერესი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ირანი 1.5:2.5
1. ნოე თუთისანი - ფარხან მაღსოოდლო 0:1
2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - პაუია იდანი 0.5:0.5 
3. ნიკოლოზ კაჭარავა - მამინ ტაბატაები 0:1 
4. გიორგი სიბაშვილი - ალირეზა ფიროუზა 1:0

კომენტარები

ბოლო ამბები