Thumbnail

ლებრონ ჯეიმსის პირველი გამარჯვება ლეიკერსთან ერთად

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBA-ს პრესეზონში ორი მარცხის შემდეგ, ლეიკერსმა პირველად მოიგო
  • ლებრონ ჯეიმსმა გაიბრწყინა, მაგრამ მას ერთმა თანაგუნდელმა აჯობა

ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს პრესეზონში, თავის ახალ გუნდ ლეიკერსთან ერთად პირველი გამარჯჰვება იზეიმა. დენვერთან ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, ლოს ანჯელესელებმა ოთხგზის MVP-სთან ერთად, საკრამენტო 128:123 დაამარცხეს.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, ჯეიმსი ძალიან კარგი იყო - მის აქტივში 18 ქულა, 4 პასი და 3 მოხსნაა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლებრონმა ექვსიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო, რაც არცისე ხშირი შემთხვევაა ხოლმე.

📺 თუმცა ლეიკერსში მასზე უკეთ ბრენდონ ინგრამმა ითამაშა, რომელმაც 31 ქულითა და 9 მოხსნით გაიბრწყინა.

📺 საკრამენტოდან ბრწყინვალე იყო 19 წლის მარვინ ბეგლი, რომელმაც ორმაგი დუბლის შესრულება მოახერხა (19 ქულა, 10 მოხსნა).

შეგახსენებთ, რომ NBA-ს რეგულარული სეზონი 17 ოქტომბერს იწყება. პრესეზონის მომდევნო მატჩს ლეიკერსი 7 ოქტომბერს, ლოს ანჯელეს კლიპერსთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები