Thumbnail

ფუტსალი | ტატიშვილმა ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდში მეორე მატჩიც წააგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტატიშვილმა ელიტ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგა
  • საქართველოს ჩემპიონი მომდევნო მატჩს ფინურ გუნდთან გამართავს

ხორვატიის ქალაქ მაკარასკაში მიმდინარეობს უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის მეინ რაუნდის მე-6 ჯგუფის მატჩები. მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ჩემპიონი ტატიშვილი მასპინძელ ნოვო ვრიემეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:4 დამარცხდა. თბილისური გუნდის რიგებში, პირველი მატჩის მსგავსად თავი კვლავ გიორგი ქურდაძემ და ვახტანგ კეკელიამ გამოიჩინეს.

მფკ ტატიშვილმა, რომელიც ევროტურნირზე TMC თბილისის სახელით ასპარეზობს, მეინ ეტაპის პირველ შეხვედრაში ყაზახურ აქტობესთან 2:6 დამარცხდა. დასკვნით შეხვედრას საქართველოს ჩემპიონი ფინურ კამპუკსენ დინამოსთან გამართავს. მატჩი 6 ოქტომბერს გაიმართება. ელიტ რაუნდის საგზურის მფლობელის ვინაობა ნოვო ვრიემესა და აქტობეს დაპირისპირებაში გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები