Thumbnail

თორნიკე ოქრიაშვილის საოცარი მაკრატელა სევილიას კარში

  • კრასნოდარი 2:1 სევილია
  • ოქრიაშვილმა რუსებს მატჩი საოცარი გოლით მოაგებინა

ევროპალიგის მეორე ტურის შეხვედრაში, კრასნოდარმა სევილიას უმასპინძლა და თორნიკე ოქრიაშვილის გოლით მოიგო.

სტუმრები პირველი ტაიმის ბოლოს დაწინაურდნენ, ნოლიტოს დარტყმის შემდეგ ბურთი კაბორეს მოხვდა და სევილიამ პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

0:1 კაბორეს ავტოგოლი 43'

მეორე ნახევარში კრასნოდარმა ანგარიში 72-ე წუთზე გაათანაბრა, ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ ურუგვაელმა მაურისიო პერეირამ წონასწორობა აღადგინა.

1:1 მაურისიო პერეირა 72'

მატჩს წერტილი თორნიკე ოქრიაშვილმა დაუსვა, რომელმაც საოცარი მაკრატელა დარტყმით კრასნოდარს მოაგებინა და სამი ქულა მოუტანა. ქართველი ფეხბურთელის პირველივე შეხება ბურთთან გოლით დასრულდა. კრასნოდარს ექვსი ქულა აქვს და ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს.

2:1 თორნიკე ოქრიაშვილი 88'

თორნიკე ოქრიაშვილი: 'მაკრატელა? სიტყვებით ვერ გადმოვცემ ამ ემოციას. არ მჯეროდა, რომ ჩემი დარტყმის შემდეგ გოლი გავიდა. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს მოგებაში დავეხმარე. ასი პროცენტით მზად ვარ. მწვრთნელი სათამაშო დროს დამპირდა, მადლობა ამისთვის. მადლობა გულშემატკივრებს, საოცარი ატმოსფერო იყო, მათ გარეშე ჩვენ არაფერი ვართ.'

კომენტარები

ბოლო ამბები