Thumbnail

იტალიის ნაკრების მორაგბე ნარკოტიკების გაყიდვისთვის დაიჭირეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალიის ნაკრების მორაგბე ციხეში აღმოჩნდა
  • სამი პანიკოს 1,5 კგ მარიხუანა და 300 გრამი ჰაშიში აღმოუჩინეს

იტალიის რაგბის ნაკრების მოთამაშე, სამი პანიკო ნარკოტიკების შეძენა-გაყიდვისთვის დააკავეს. კარაბინიერებმა მის სახლში 1,5 კგ მარიხუანა და 300 გრამი ჰაშიში აღმოაჩინეს. გამოძიება მიმდინარეობს და პანიკოს სერიოზული სასჯელი ემუქრება. ჯერჯერობით, მორაგბის პოზიცია უცნობია, მის ადვოკატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პანიკო იტალიის ნაკრებისა და კლუბ ზებრეს პირველხაზელია. 25 წლის მორაგბეს იტალიის ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული. ის აძურის ღირსებას ექვს ერზეც იცავდა.

გამოკითხვა

ვინ გაიმარჯვებს?

  • ხაბიბ ნურმაგომედოვი
  • კონორ მაკგრეგორი

კომენტარები

ბოლო ამბები