Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6, 6:4 ფერნანდო ვერდასკო
  • ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა გაინაღდა

პეკინში ჩინეთის ღია პირველობა მიმდინარეობს, რომელიც ATP World Tour 500-ის ტურნირია. მეორე წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (34) ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს (28) შეხვდა და ორ სეტში მოუგო - 7:6 (7:3), 6:4. მატჩი საათ-ნახევარს გაგრძელდა.

პირველი სეტი ნიკას უპირატესობით წარიმართა და მან 49 წუთში მოიგო. ბასილაშვილმა 2:2-ზე აართვა მეტოქეს მოწოდება, მაგრამ 4:4-ზე თავად დათმო საკუთარი. ნიკას სეტის გადარჩენა მოუწია, ვერდასკოს სეტპოინტიც ჰქონდა, მაგრამ ქართველი ამ სიტუაციიდან გამოძვრა და ტაი ბრეიკი 7:3 მოიგო. 

ნიკამ მეორე სეტიც უპირატესობით დაიწყო, ერთი პერიოდი 3:0 დაწინაურდა, მაგრამ ვერდასკომ მოწოდება დაიბრუნა და ანგარიში გაათანაბრა (3:3). გადამწყვეტი გამოდგა გათამაშება ვერდასკოს მოწოდებაზე, 5:4-ზე, რომელიც ბასილაშვილმა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. 

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ქართველმა პირველ წრეში ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა - 6:7 (6:8), 7:5, 6:2. ჩინეთის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 3.4 მილიონი დოლარია.  

მეოთხედფინალში გასვლით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და $ 92 000 გამოიმუშავა. მეოთხედფინალში ნიკა მალეკ ჯაზირისა და მსოფლიოს მე-5 ჩოგნის, ალექსანდერ ზვერევის მატჩის გამარჯვებულს შეხვდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები