Thumbnail

ჭადრაკი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა მონღოლეთი დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ქალთა ნაკრები მედლებისთვის იბრძვის
  • სიმჭიდროვე სატურნირო ცხრილის სათავეში

საქართველოს ქალთა ნაკრები ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპაიდაზე მედლებისთვის იბრძვის, თუმცა მე-8 ტურში განცდილმა მოულოდნელმა მარცხმა ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. სატურნირო ცხრილში ორი გამოკვეთილი ფავორიტია: მოქმედი ჩემპიონი, ჩინეთი და უკრაინის ნაკრები, რომელიც ბოლო წლებში მუდმივად საუკეთესო სამეულში შედის. ცხრილის სათავეში სიმჭიდროვეა და მედლებისთვის მებრძოლ გუნდს ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს. 

მე-9 ტურში საქართველოს ქალთა ნაკრების მეტოქე მონღოლეთი იყო. ელიზბარ უბილავას გუნდს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა და ასეც მოხდა - 3:1 ქართული გუნდის სასარგებლოდ. ნანა ძაგნიძის გამარჯვება და ნინო ბაციაშვილის ყაიმი თითქმის ერთდროულად დაფიქსირდა, რაც სანახევროდ გამარჯვებას ნიშნავდა. მალევე ბელა ხოტენაშვილის მოწინააღმდეგემ საათი გააჩერა და კიდევ ერთი ქულა. ლელა ჯავახიშვილი თეთრი ფიგურებით ყაიმს დასჯერდა. 

მნიშვნელოვანია კენჭისყრა და მომდევნო ტური, რომელიც ბევრ რამეს განსაზღვრავს. ასევე კონკურენტი გუნდების მიერ დაფიქსირებული შედეგები. სატურნირო ცხილს ჩინეთი ლიდერობს და ამ გადასახედიდან ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად მოჩანს. საქართველოს ნაკრებმა 14 ქულა დააგროვა და მომდევნო ტურში რომელიმე კონკურენტთან დაპირისპირება მოუწევს.

ქალები

საქართველოს პირველი ნაკრები - მონღოლეთი 3:1
1. ნანა ძაგნიძე - ბატხუვაგ მუნგულტუული 1:0 
2. ლელა ჯავახიშვილი - დავაადემბერელ ერდენე-ნომინი 0.5:0.5 
3. ნინო ბაციაშვილი - ტურმუნხ მუნხზული 0.5:0.5 
4. ბელა ხოტენაშვილი - ტუვშინტუგს ბატჩიმენგი 1:0

საქართველოს მეორე ნაკრები - სერბეთი 2:2
1. სალომე მელია - იოვანა რაპორტი 0.5:0.5 
2. ინგა ჭარხალაშვილი - იოვანა ერიკი 0.5:0.5 
3. სოფიკო ხუხაშვილი - ადელა ველიკიჩი 1:0 
4. მირანდა მიქაძე - თეოდორა ინჟაცი 0:1

საქართველოს მესამე ნაკრები - ვიეტნამი 0.5:3.5
1. ნინო ხომერიკი - ნგუიენ თაო ლი პჰამი 0.5:0.5 
2. მარიამ ჯანიაშვილი  - ტრამ ბაო თი ჰოანგი 0:1 
3. ლილე ქორიძე - ჰუნგ მაი თი ნგუენი 0:1 
4. თამარ ესაძე - დუონგ თუი ნგოკი ბაჩი 0:1 

ვაჟები 

საქართველოს პირველი ნაკრები - ბელარუსი 2.5:1.5
1. მიხეილ მჭედლიშვილი - ვლადისლავ კოვალევი 0.5:0.5 
2. ივან ჩეპარინოვი - ალექსეი ალექსანდროვი 1:0 
3. ლევან ფანცულაია - კირილ სტუპაკი 0.5:0.5 
4. დავით ჯოჯუა - ალექსეი ფედოროვი 0.5:0.5

საქართველოს მეორე ნაკრები - ლატვია 2.5:1.5
1. ლუკა პაიჭაძე - იგორ კოვალენკო 1:0
2. თორნიკე სანიკიძე - არტურს ნეიკსანსი 0.5:0.5 
3. ირაკლი ბერაძე - ნიკიტა მეშკოვსი 0.5:0.5 
4. გიგა ყუფარაძე - არტურს ბერნოტასი 0.5:0.5

საქართველოს მესამე ნაკრები - ალჟირი 2.5:1.5
1. ნოე თუთისანი - ბილელ ბელაჰცენე 0.5:0.5
2. ლუკა ობოლაძე - აიმენ რიზოუკი 0:1 
2. ნიკოლოზ პეტრიაშვილი - ადლანე არაბი 1:0 
4. გიორგი სიბაშვილი - საად ბელოუდაჰი 1:0

კომენტარები

ბოლო ამბები