Thumbnail

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს 

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის პოსტზე 2014 წლიდან მუშაობს
  • ქართველი მაღალჩინოსანი აღნიშნულ პოსტზე მეორედ აირჩიეს 

ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ზურაბ აზმაიფარაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ქართველი მაღალჩინოსანი ერთადერთი კანდიდატი იყო და პრეზიდენტად აირჩიეს. აზმაიფარაშვილს 50 დელეგატიდან 44-მა დაუჭირა მხარი. ქართველი ვეტერანი მოჭადრაკი ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან მუშაობს, პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს და ევროპის საჭადრაკო კავშირს 2022 წლამდე უხელმძღვანელებს.

ზურაბ აზმაიფარაშვილის გუნდში გენერალური მდივანი თოდოროს ჯორბაზოღლუ იქნება, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას გუნარ ბიორნსონი დაიკავებს, ვიცე-პრეზიდენტები კი დანა რეზნიცე-ოზოლა და იოჰან პოკშტაინერი იქნებიან. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, აზმაიფარაშვილმა შემდეგი განაცხადა:

„ყველა თქვენგანს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის. განვლილი ოთხი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის გაანალიზების შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მეყარა კენჭი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტის თანამდებობაზე და მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მოვიპოვე თქვენი ნდობა. ჩემს გუნდთან ერთად კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია და სწორედ აქედან მომდინარეობს ჩვენი სლოგანიც: „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. თქვენ იცნობთ ჩემს პროგრამას და პროექტებს. ესკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე მოღვაწეობისას მე და ჩემმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დავასრულეთ, ჩემს მთავარ მიღწევად კი მიმაჩნია ის, რომ ჩვენი ორგანიზაცია გახდა ერთსულოვანი. დარწმუნებული ვარ მომდევნო ოთხი წელი უკეთესი იქნება. გამოწვევები დიდია, თუმცა ჩემს გვერდით დღეს ის ადამიანები არიან, რომლებთან ერთად წარმატება გარდაუვალია. მომდევნო ოთხ წელიწადში ჩვენ ევროპის საჭადრაკო კავშირს სხვა სიმაღლეზე გავიყვანთ“.

კომენტარები

ბოლო ამბები